უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ივნისი, 2017 18:00
font-size

იყო თუ არა რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ მამონტოვი 2009 წლის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

როგორც შსს იუწყება, მესაზღვრეს არ ჰქონდა უფლება, რომ რუსი ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტოს „ლაპარაკობს მოსკოვი“ მთავარი რედაქტორი ვლადიმერ მამონტოვი არ შემოეშვა საქართველოში. უწყების თქმით, 2009 წელს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევის გამო მამონტოვზე გამოძიება არ დაწყებულა, ხოლო მისი კანონდარღვევის ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა ამოიწურა.

„მედიანიუსი“ დაინტერესდა, იყო თუ არა მამონტოვი 2009 წლის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ვლადიმერ მამონტოვის ფეისბუკის მიხედვით, ჟურნალისტი 2012 წლის აგვისტოში სტუმრობდა აფხაზეთს. ის იმყოფებოდა პიცუნდაში, ასევე მოინახული იოსებ სტალინის აგარაკი. ვიზიტის აღმნიშვნელი ფოტოები ცალკე ალბომშია შენახული.

გარდა ამისა, „კომსომოლსკაია პრავდას“ 2014 წლის 16 აპრილის ნიუსის მიხედვით, მამონტოვი ჩავიდა აფხაზეთში. გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვევით ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა.

„აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინიტრაციის მოწვევით, ჩვენმა კოლეგამ, ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა, „კომსომოლსკაია პრავდას“, „იზვესტიას“ ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, ახლა კი რადიოსადგურის „ლაპარაკობს მოსკოვი“ გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ მამონტოვმა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა“, - ნათქვამია ნიუსში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, იზღუდება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გადაადგილება და ეკონომიკური საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუ პირს დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, მასზე უნდა დაიწყოს გამოძიება.

აღნიშნულ კანონდარღვევაზე გათვალისწინებულია ჯარიმა ან პატიმრობა. შესაბამის ზომას მოსამართლე განსაზღვრავს.

ეკა ბესელიამ მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართა

19 იანვარი, 2019 , 19:30

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან გამართა. შეხვედრის დასაწ

საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში - მამუკა ბახტაძე

18 იანვარი, 2019 , 16:12

საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში, ეს დრო ჩვენს ქვეყანაში დასრულდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, სასამართლო რეფორმასთა

მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა

18 იანვარი, 2019 , 15:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა. როგორც მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ლიეტუვა არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა და ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორ

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი - მამუკა ბახტაძე

18 იანვარი, 2019 , 15:06

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ს

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

18 იანვარი, 2019 , 15:04

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

18 იანვარი, 2019 , 13:59

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`