უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ნოემბერი, 2018 10:50
font-size

ილია მეორე ლიეტუვას მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ლიეტუვას სეიმის კულტურის კომიტეტისა და მმართველი პარტიის (,,მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“) თავმჯდომარეს რამუნას კარბაუსკისისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლიეტუვაში ხათუნა სალუქვაძეს შეხვდა.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რამუნას კარბაუსკისს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყნები დგას.

„ქართველებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ენაში დამკვიდრდეს თქვენი ქვეყნის ავთენტური სახელწოდება – საქართველო“, - განაცხადა კარბაუსკისმა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში ხათუნა სალუქვაძემ ხაზი გაუსვა ქართველებისადმი ლიეტუველთა განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას, რომელსაც საფუძველი პატრიარქმა კირიონ II-მ ჩაუყარა.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი