უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
არქივი
საზოგადოება
ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ შობის ღამეს, 12 საათზე სანთელი დაანთონ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ შობის ღამეს, 12 საათზე სანთელი დაანთონ. ამით ისინი ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს სიმბოლურად საკუთარ სახლში იწვევენ.
პატრიარქი შესთხოვს უფალს, რომ „ყველა ჩვენგანში იშვას ქრისტე“.
შობაზე სანთლების ფანჯარასთან დანთება მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა. საქართველოში აღნიშნულ ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა ილია მეორემ.
მართლმადიდებლური სამყარო, მათ შორის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში აღევლინება.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრებში დღეს 23:00 საათიდან დაიწყება. ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.