უკან
საზოგადოება
8 ნოემბერი, 2017 11:20
ილია მეორე წმინდა ილია მართლის განსასვენებელზე პარაკლისს გადაიხდის
დღეს, 13:00 საათზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მთაწმინდაზე, წმინდა ილია მართლის განსასვენებელზე პარაკლისს გადაიხდის.
7 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, კონფერენციაზე წმინდა ილია მართლის საქველმოქმედო ფონდის თანადამფუძნებელმა, რეჟისორმა გიორგი სავანელმა საზოგადოებას ამცნო, რომ ამ საიუბილეო წელს ფონდმა დააწესა ილია ჭავჭავაძის პრემია საზოგადოებისა და საერთოდ ერის განვითარების საქმეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის.
ფონდის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პირველად ეს პრემია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს მიენიჭა.