უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 დეკემბერი, 2016 12:55
font-size

ილია მეორის 85 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნება

2017 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და უწმინდესის დაბადებიდან 85 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნება. ამ მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოსა და საზოგადოების წარმომადგენლები შევლენ.

განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გააკეთა.

„2017 წელს სრულდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავი; ასევე, არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და დაბადების 85 წლის იუბილე. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც შევლენ მთავრობის, საპატრიარქოს და საზოგადოების წარმომადგენლები და განსაკუთრებულად აღვნიშნოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი.

განსაკუთრებულ აღნიშვნაში იგულისხმება რამდენიმედღიანი ღონისძიებები, შესაძლოა, იყოს სამეცნიერო კონფერენციები. ასევე, ვფიქრობთ, ჩავატაროთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია და დავპატიჟოთ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის პოლიტიკოსები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პატრიარქის, როგორც მოღვაწის მნიშვნელობა დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და ვფიქრობთ, ეს დღე ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ. სწორედ ამიტომ ვქმნით ასეთ კომისიას და ვიმუშავებთ, რათა ღირსეულად ჩავატაროთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე. ასევე ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკლესიის როლი ისტორიულად იყო და არის განსაკუთრებული, როგორც ჩვენი ერის თვითმყოფადობის გადარჩენისა და შენარჩუნების, ასევე მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ ასეთი ტიპის კონფერენციის ჩატარებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დამატებითი დეტალები, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, კომისიის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი