საზოგადოება
ილია მეორის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს
რუსთავი 2-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ის ამ თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც მოქმედი ხელმძღვანელი, სოსო ოხანაშვილი თანამდებობას დატოვებს.
ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია მუშაობს.
როგორც კონფიდენციალური წყარო საქართველოს საპატრიარქოდან რუსთავი2-ს უყვება, სოსო ოხანაშვილის შემცვლელი პატრიარქს თავად დაცვის წევრებმა შესთავაზეს და ახალი ხელმძღვანელი მათივე რიგებიდან აირჩიეს, რის შემდეგაც ისინი უწმინდესმა დალოცა.
ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, სოსო ოხანაშვილი თანამდებობაზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობს.
უახლოეს მომავალში გადაბარების პროცესი დაიწყება და ოხანაშვილი თანამდებობის დატოვებას მხოლოდ გადაბარების პროცესის დასრულების შემდეგ გეგმავს.