უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 მარტი, 2026 10:58
font-size

ილია წულაია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამო გამომგზავრებას ვერ ახერხებენ, კერძო რეისით უფასო გამოფრენას სთავაზობს

ბიზნესმენი, კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამო გამომგზავრებას ვერ ახერხებენ, კერძო რეისით უფასო გამოფრენას სთავაზობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„შუა აღმოსავლეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: დღეს, 3 მარტს, 16:00 საათზე, ჩემი და ჩემი მეგობრების შეკვეთით (კერძო რეისით), ერთი 120-კაციანი სამგზავრო თვითმფრინავი გაემგზავრება მუსკატიდან თბილისის მიმართულებით (ხომალდის დაქირავებაზე დასტური მივიღეთ გუშინ, 2 მარტს, 23.30 საათზე). ჩვენ ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, დავუკავშირდით და დაახლოებით 70 ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად ვბრუნდებით თბილისში. დაახლოებით 30-40 ადამიანის ადგილი კიდევ გვაქვს. შესაბამისად, ვინც იმყოფებით მუსკატში და შეძლებთ დღეს 14:00-მდე აეროპორტში მოსვლას, გთხოვთ, სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ჩვენს ტურისტულ აგენტს, ავთანდილ კუსრაშვილს (ნომერზე ‪+995 577 38 50 65) და უსასყიდლოდ წაგიყვანთ თბილისში. მეც პირადად, ჩემს ოჯახთან ერთად ვიმყოფები დუბაიში და ამჟამად ავტომობილით მივდივარ მუსკატში, ამ რეისით თბილისში დაბრუნების მიზნით.

ბოდიშს გიხდით, რომ უფრო ადრე ვერ გაცნობეთ ამ შესაძლებლობის შესახებ. როგორც აღვნიშნე, რეისის გამოფრენა დაგვიდასტურეს გუშინ, შუაღამით.

ასევე შეგახსენებთ, დღეისთვის, 3 მარტს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, 23:00 საათზე მუსკატიდან თბილისში გაემგზავრება თვითმფრინავი. ვისაც უფრო ამ რეისით გიხერხდებათ წასვლა, უნდა დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ემირატებში. ყველას მშვიდობას გისურვებთ“, – აღნიშნავს წულაია.

პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ხანძარი გაჩნდა, ხანძრის ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო - შსს

12 მარტი, 2026 , 15:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 მარტს, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ხანძარი გაჩნდა, ხანძრის ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ფაქტის შემსწრე აქტივისტების გადმოცემით, ღამის განმავლობაში იმყოფებოდნე

ლილოს თავშესაფარი ამ დროისთვის 116 ბენეფიციარს ემსახურება, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს - კახა კალაძე

11 მარტი, 2026 , 13:33

ლილოს მუნიციპალურ თავშესაფარში ამ დროისთვის 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, თუმცა მას 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეს თ

ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

11 მარტი, 2026 , 13:28

ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონო ნაგებობის ადგილზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება

11 მარტი, 2026 , 13:16

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რის შედეგადაც სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას თბილის

`დაიცავი განათლება` - თბილისში დღეს აქცია გაიმართება

9 მარტი, 2026 , 11:36

“დაიცავი განათლება” –  დღეს თბილისში აქცია ჩაინიშნა. ქუჩებში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები გამოვლენ. მსვლელობა 17:00 საათზე ილიას უნივერსიტეტიდან განათლების სამინისტრომდე გაიმ

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები

6 მარტი, 2026 , 18:21

საქართველოს ბანკი ერთგული მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და  ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მათ საგაზაფხულო შეთავაზებები მოუმზადა. შეთავაზების ფარგლებში, ჩამოთვლილ მაღაზიებში საქართველოს ბანკის სხვადასხვა ბა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი