უკან

პოლიტიკა

24 ნოემბერი, 2023 15:15
font-size

`ლელო საქართველოსთვის` გამოდის ინიციატივით, რუსულ კომპანიებს აეკრძალოთ საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა

"ლელო საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, რომ რუსულ კომპანიებს და ისეთ კომპანიებს, რომელთა დამფუძნებლების უმეტესობა რუსია, აეკრძალოთ საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება. ამ თემაზე პარტიაში ბრიფინგი თაზო დათუნაშვილმა გამართა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება შემჩნეულია მჭიდრო კავშირებში რუსულ ბიზნესთან, შემოგვაქვს ინიციატივა, რომ იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს აღქმული, როგორც სანქციებისათვის გვერდის ამვლელი ქვეყანა, საქართველო არ იყოს აღქმული, როგორც ფულის კეთების ადგილი რუსებისთვის, ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით, რომ რუსულ კომპანიებს და იმ კომპანიებს, რომელთა დამფუძნებლების უმრავლესობა რუსები არიან, აეკრძალოთ საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება. საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფული არ უნდა მიდიოდეს რუსულ ჯიბეში, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა ფული უნდა რჩებოდეს ქართულ ბიზნესში, საქართველოში და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ემსახურებოდეს ომის ფინანსირებას რუსეთში და ათას სხვა ბოროტებას, რომელსაც პუტინის რეჟიმი ახორციელებს", - თქვა თაზო დათუნაშვილმა.

მისივე თქმით, რაოდენობა რუსული კომპანიებისა, რომლებსაც დღემდე ტენდერებში მონაწილეობა მიუღია დიდი არაა, სამაგიეროდ დიდია მოცულობა იმ ტენდერებისა, რომლებშიც მათ მიაღებინეს მონაწილეობა, საკმაოდ დიდია.

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს უკვე მიმართა

18 აპრილი, 2024 , 12:41

პრეზიდენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ხელი არ მოაწერა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. პრეზიდენტის ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

18 აპრილი, 2024 , 11:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი