უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 იანვარი, 2017 14:45
font-size

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

სხდომაში, რექტორთა საბჭოს წევრი-სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.

სხდომაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო. შემდეგ კი, დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების საკითხები, რექტორების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაში ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობის საკითხი და სხვა.

როგორც ალექნსადრე ჯეჯელავამ სხდომის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა, ძალიან საინტერესო და საგნობრივი მსჯელობა გაიმართა.

„სასიხარულო სიახლეებიც გავიგეთ. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის საერთაშორისო ასიციაციის პრეზიდენტად არჩევის შესახებ. ასევე პრეზენტაცია გავაკეთე, რეფორმების ძირითადი მიმართულებების და კომპონენტების. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრები სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაში“,-აღნიშნა მინისტრმა.

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძეს თქმით კი, შეხვდერაზე უმაღლესი სასწავლებებლების დაფინანსების ახალი ფორმულა იქნა განხილული.

„განვიხილეთ ბევრი საკითხი, რომელიც აწუხებს უმაღლეს სასწავლებლებს, ეს იქნება კერძო, თუ სახელწმიფო. იქნა განხილული, მათ შორის დაფინანსების ახალი ფორმულა. მათ შორის ის პრინციპები, თუ როგორ მოხდება სახელმწიფო სახსრების განაწილება. იყო კამათი, მათ შორის ცხარე და იმედი არის, რომ საბოლოდ შევძლებთ შეთანხმებას იმ ახალ ფორმულაზე, რომლის მიხედვითაც მოხდება სექტორის დაფინანსება“,-აღნიშნა შარვაშიძემ.

მონიკა დავლიანიძე

პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

20 აგვისტო, 2019 , 12:44

პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო „მოქსიში“ საერთო საპრეზენტაციო ღონისძიება გამართეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. კონფერენციაზე სპიკერებმა განიხილეს სექტ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საერთაშორისო ტურნირში 9 ოქროს მედალი მოიპოვეს

20 აგვისტო, 2019 , 12:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ ,,მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ 9 ოქროს მედალი მოიპოვეს. წელს, საერთაშორისო ტურნირი 8-18 აგვისტოს ჩინეთის სახალხო რე

Fitch-მა საქართველოს რეიტინგი BB სტაბილურ დონეზე შეუნარჩუნა

20 აგვისტო, 2019 , 11:05

Fitch-მა საქართველოს რეიტინგი BB სტაბილურ დონეზე შეუნარჩუნა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. „საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB ს

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივ აზომვებს განახორციელებენ

20 აგვისტო, 2019 , 11:05

გუშინ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის

„რუსთავი 2“ არ გაიყიდა - ქიბარ ხალვაში

20 აგვისტო, 2019 , 11:05

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ არ გაიყიდა, – ამის შესახებ განცხადებას არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში ავრცელებს. ტელევიზიის აქციების 100 პროცენტის მფლობელი ამბობს, რომ მყიდველი არ გამოჩნდა, ხოლო რთული ფი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

20 აგვისტო, 2019 , 10:51

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, ფუნიკულიორი 2-ის სატუმბო სადგურში, დღეს ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს