უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 სექტემბერი, 2017 12:05
font-size

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ბიზნეს სკოლის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბიზნეს სკოლის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ ახალგაზრდები 25-მდე ლექტორის გათავისუფლებას აპროსტესტებენ.

სტუდენტები სამსახურებიდან გათავისუფლებული ლექტორების სამსახურებში აღდგენას ითხოვენ.

„ჩვენი მოთხოვნებია, რომ დააბრუნონ ეს ლექტორები, გადადგეს ქალბატონი ნინო პატარაია, იმიტომ რომ მან დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომები, რომელიც ბიზნესის სკოლის დეკანს არ ეპატიება“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თენგიზ კალანდაძემ.

აქცის კიდევ ერთი მონაწილის, გოგა ქუცნაშვილის თქმით, ლექტორები ალოგიკური და უსაფუძვლო მიზეზით გაათავისუფლეს.

„რამდენიმე დღის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაუშვეს 25-მდე ლექტორი, არაოფიცალური მონაცემებით. ალოგიკური და უსაფუძვლო მიზეზის გამო. ეს არის ჩვენი პროტესტის მთავარი მიზეზი. მოვითხოვთ, რომ გაზაფხულის სემესტრიდან უკლებლივ ყველა ლექტორი აღდგეს აქამდე დაკავებულ პოზიციაზე და გადადგეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი ნინო პატარაია“,-აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ამასთან, სტუდენტებს უნივერსიტეტის ადიმინიტრაციაში განუმარტეს, რომ ლექტორების გათავისუფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის ფარგლებში განხორციელდა.

მონიკა დავლიანიძე

ჩვენი ინფორმაციით, მეორე სართულზე, სახლში უნდა იმყოფებოდეს დედა-შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან - თეიმურაზ კუპატაძე

15 ნოემბერი, 2018 , 14:05

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებულ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ,

ბილაინი მომხმარებელს ახალ ინტერნეტ პაკეტს, „ღამის ულიმიტო ინტერნეტი“ სთავაზობს

15 ნოემბერი, 2018 , 13:20

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, ბილაინის მომხმარებელს ახალ ინტერნეტ პაკეტს, „ღამის ულიმიტო ინტერნეტი“ სთავაზობს. ხსენებული პაკეტი მოქმედებს შეძენიდან 2 ღამის განმავლობაში, 00:15 საათიდან დი

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა, არიან დაშავებულები

15 ნოემბერი, 2018 , 12:00

ფონიჭალაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგაც მრავალსართულიანი კორპუსი ნაწილობრივ დაინგრა. აფეთქება შენობის მესამე სართულზე, საცხოვრებელ ბინაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი, მათგან ორი არასრუწლოვანია.

ფემიციდის 9 საქმიდან 8-ში მითითებულია, რომ მოძალადე უმუშევარია, ხოლო 9-დან 5 საქმეში - რომ მოძალადეს აქვს საშუალო განათლება - სახალხო დამცველი

15 ნოემბერი, 2018 , 12:00

საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებითა და „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ მხარდაჭერით, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ საერთაშორისო კონფერენცია – „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევე

ზაზა სარალიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

15 ნოემბერი, 2018 , 12:00

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მის მიმართ მუქარის ფაქტზე, გამოსაკითხად ვაკე-საბურთალოს პოლიციაში იმყოფება. სარალიძე პოლიციაში ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად მივიდა. გამოკითხვაზე შესვლამდე

მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

15 ნოემბერი, 2018 , 11:20

მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი 53 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ცხედრის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ჟინვალჰესში სატვირთო ავტომობილი 14 ნოე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`