უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 აგვისტო, 2020 17:50
font-size

“ილიას „სარჩობელაზედ” ხომ გახსოვთ? პეტრე ეშაფოტის ირგვლივ შემოკრებილი ხალხით რომ არის გაოგნებული…”

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, „მთავარი არხის” ეთერში გასულ ნიკა გვარამიას და ბაჩანა ლობჟანიძის დიალოგს ეხმიანება, რომელშიც ისინი, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილზე და მის მეგობარ დეა კაპანაძეზე, ასევე მათ პირად ცხოვრებაზე საუბრობდნენ:

“ტელევიზიით მსჯელობენ, იყო თუ არა გარდაცვლილი გოგო ნარკოტიკებზე დამოკიდებული, როგორ ექცეოდნენ მშობლები სახლში, რა წამლებს სვამდა, იყო თუ არა ლეზბოსელი, რამდენი ფული ჰქონდა ანგარიშზე, რამდენჯერ იყო ნამყოფი ფსიქოლოგთან ... ყოველდღე დაათრევენ აქეთ-იქით მედიაში 23 წლის ბიჭს, რომელიც დალაი ლამაა, მაჰათმა განდია და სექსზე უარს სულიერი მიზეზების გამო ამბობს და ამ თემაზე საკუთარი ნებით საუბრობს ტელეაუდიტორიის წინაშე!

სიტყვის თავისუფლების, არაეფექტიანი გამოძიების სრულყოფისა და არაპროფესიონალი, მიკერძოებული სამართალდამცველების გაკონტროლების "კეთილშობილური" მიზნებით პირდაპირ ეთერში ძიძგნიან გარდაცვლილს !!!

ზნედაცემულობა და გარყვნილება...

ილიას "სარჩობელაზედ" ხომ გახსოვთ? პეტრე ეშაფოტის ირგვლივ შემოკრებილი ხალხით რომ არის გაოგნებული... თითქოს ხალხს გული უკვდება ახალგაზრდის სიკვდილის გამო, სინამდვილეში კი სანახაობისთვის იყრიან თავს მოედანზე. 35 ათასი ადამიანი პირდაპირ ეთერში უყურებდა და აკომენტარებდა ამ საზიზღობას, კომენტარებზე ელდა მეცა, ისეთი აზარტი ჩანს მსმენელთა მხრიდან...

მრცხვენია !!!

ყველაფერი პოლიციის ბრალია... გამოგეძიებინათ სწრაფად და შედეგი დაგედოთ, აქამდე არ მივიდოდა საქმე.

ღმერთო, უშველე თამარის ოჯახსა და საქართველოს!” - წერს ლევან ლორთქიფანიძე.

საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა

28 სექტემბერი, 2020 , 11:05

საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებულ

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

28 სექტემბერი, 2020 , 11:05

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა. ვებგვერდის მიხედვით, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 31-ს შეადგენს. ამ დროისთვის უცნო

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 სექტემბერი, 2020 , 10:41

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა

ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 11:58

ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით, ჟურნალისტ

ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიზნობრივი და ლოკალური- სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 11:33

სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემდგომი ღ

საჭიროა წესების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 11:20

პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა - თუ რა კეთდება იმისთვის, რომ პანდემიამ ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას. მთავრობის მეთაური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე