უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ლექტორების მასობრივი გათავისუფლება მიმდინარეობს 10.08.2012 17:32

ილია სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ლექტორებს სამსახურიდან ატავისუფლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის სტუდენტები სოციალურ ქსელ ფაცებოოკ-ით ავრცელებენ და სმას უკავშირებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც აკადემიური ლექციები ვიდეო ლექციებმა უნდა ჩაანაცვლოს.

როგორც სტუდენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესი ფაკულტეტის ახალმა დეკანმა მიშა ბატიაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ლექტორები: მაია გონაშვილი, რუსუდან დალაქიშვილი და აკაკი ცომაია, ამ ფაქტის გამო კი დემონსტრაციულად დატოვა თანამდებობა გიორგი მიქანაძემ. მას უერთდებიან რამდენეიმე ლექტორიც, რომელთა ვინაობებიც ოფიციალური წერილის შემდეგ გახდება ცნობილი.

,,ახალი დეკანის "მიშას" ინიციატივით საუკეთესო ლექტორებს ჩააწერინეს ვიდეო ლექციები, რომელიც დაუცველად ატვირთულია ყველაზე პოპულარულ ვიდეო საიტზე, ამით მან შეიქმნა მარაგი, რომ შემდგომი წლების მანძილზე სტუდენტმა მოუსმინოს პროფესიონალ ლექტორებს მხოლოდ ვიზუალით, ალბათ იგი ფიქრობს, დაზოგოს სახელფასო ხარჯები და უმაღლესი ხარისხის მქონე ლექტორები ჩაანაცვლოს დაბალანზაღაურებადი სტაფით! შედეგად ამისა საშინლად დაიწევს სწავლის ხარისხი და გაუარესდება უნივერისტეტის პრესტიჟი, რომლის შექმნაზეც სწორედ ამ ადამიანებმა იზრუნეს“, _ აცხადებენ სტუდენტები.

როგორც ,,მედიანიუსს“ ილიას უნივერსიტეტის ერთ ერთმა სტუდენტმა დავით გოგშელიძემ განუცხადა, სტუდენტები საპროტეტოა ქციის გამართვას გეგმავენ, რომელიც სავარაუდოდ მომდევნო კვირაში ჩატარდება.

მათ ახსნა–განმარტების მოთხოვნით რექტორს წერილობით მიმართეს და პასუხს ელოდებიან.

,,მედიანიუსი“ ერთ-ერთ გათავისუფლებულ ლექტორს მაია გონაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც შეკითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა.

,,მედიანიუსის“ ინფორმაციით, უნივერსიტეტიდან ლექტოტების გათავისუფლება გარდა აკადემიური ლექციების ვიდეო ლექციებით ჩანაცვლებისა, სხვა პრობლემასაც შეიძლება უკავშირდებოდეს.

კერძოდ, უნივერსიტეტში ლექციებსა და სემინარებზე გაიზარდა სტუდენტების რაიოდენობა, ამის მიუხედავად კი, არ იზრდება ლექტორების ანაზრაურება და მცირდება მათი სამუშაო სათები.