უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 დეკემბერი, 2017 12:00
font-size

ილიაუნის მოკლული პროფესორის მარიაკ წივწივაძის ოჯახის სასარგებლოდ შსს-ს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

ილიაუნის პროფესორის, მარიკა წივწივაძის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წივწივაძის დედას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მორალურ ზიანს აუნაზღაურებს, ხოლო გარდაცვლილი ქალის შვილებს, სრულწლოვანებამდე ყოველთვიურ სარჩოს გადაუხდის.

ფაქტს ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა უფლებადამცველი, ბაია პატარაია.
,,ძააააალიან მაგარი ამბავი!!!

შსს-ს სასამართლო მოვუგეთ ფემიციდის საქმეზე: მარიკა წივწივაძის (ილიუნის პროფესორი) მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოსაც დაეკისრა. შსს-მ რომელმაც იცოდა, თუ რა ძალადობას ექვემდებარებოდა მარიკა, მაგრამ არაფერი გააკეთა მის დასაცავად, გამტყუნებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. შსს-ს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება დედისათვის და ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაობლებული შვილისათვის სრულწლოვანებამდე.

სტრასბურგშიც გვაქვს ეს საქმე და იქაც მოვიგებთ, რადგან მარიკა წივწივაძე სახელმწიფოს სისტემური ხარვეზების მსხვერპლია. სახელმწიფო, რომელიც ვერ იცავს ქალებს, პასუხს აგებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სასამართლოს წინაშე!“, - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბაია პატარაია.

ცნობისათვის, 2014 წლის 17 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მარიკა წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ ლაშა მაღრაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი