უახლესი ამბები
- 05.03.2021 21:35მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა - თენგიზ ცერცვაძე
- 05.03.2021 20:36დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
- 05.03.2021 20:26ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
- 05.03.2021 20:13არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს - კელი დეგნანი
- 05.03.2021 19:55კონსტიტუციის 100 წელი - სამოქალაქო საზოგადოების ახალი მანიფესტი რომელსაც `ლელო`, ` სტრატეგია აღმაშენებელი` და ელენე ხოშტარია შეუერთდნენ
- 05.03.2021 19:42„ნამახვანი ჰესის` პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები მისი გაუმჯობესებისთვის - ნათია თურნავა
- 05.03.2021 19:24ოკუპირებული ტერიტორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შემოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
- 05.03.2021 18:32სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არის მიკერძოებული, სუბიექტურად აფასებს ფაქტებს და მტკიცებულებებს - გენერალური პროკურატურა
- 05.03.2021 18:21ეროვნული ბანკი გაცხადებას ავრცელებს
- 05.03.2021 17:251 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3202 ლარი გახდა
არქივი
პოლიტიკა

იმ არასასურველი ბიზნეს გარემოს შედეგია ის დაგროვილი დავალიანება, რომელზეც მინისტრი საუბრობს - ,,ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი
,,ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი კომპანიის დავალიანებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს პოზიციას გამოეხმაურა და განმარტება გააკეთა, თუ საიდან დაუგროვდა ,,ომეგას ჯგუფს“ ვალი.
,, ფინანსთა მინისტრი რომ აცხადებს, რომ თურმე ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, შექმნას ბიზნესისთვის სასარგებლო გარემო, ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ არ იყო ბიზნესგარემო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, როგორიც გათვალისწინებულია კანონით და რომლის აღსრულებაც ევალება ზუსტად აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ არ იყო კანონის შესრულება, რომ ხუჭავდა ხელისუფლება თვალს ძალიან ბევრი კომპანიის, მათ შორის მულტინაციონალური კომპანიის კანონდარღვევაზე და არ ახდენდა სათანადო რეაგირებას. როდესაც ჩვენ ამას ვხედავდით და იძულებულები გავხდით უკვე სასამართლოსთვის მიგვემართა, სასამართლოშიც კი, მაშინდელი პრემიერის მსახვრალი ხელი დაგვხვდა, რომლის გამოც, სასამართლო პროცესი წავაგეთ. თუმცა, სასამართლომ აღიარა ჩვენი 100 მილიონი დოლარის ზარალი. სასამართლოს ჰკითხონ მაშინ, საიდან გაჩნდა ეს 100 მილიონი დოლარის ზარალი, რომელიც განიცადა კომპანიამ.
იმ არასასურველი ბიზნეს გარემოს შედეგია ის დაგროვილი დავალიანება, რომელზეც მინისტრი საუბრობს, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი უნიათობით ან გაზრახ შექმნა“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
მისივე თქმით, თანხა, რომელსაც ასახელებს მინისტრი, რომ თურმე რესტრუქტურიზაციაზე განაცხადის შეტანის მომენტში დავალიანება შეადგენდა 17 მილიონს, მცდარია.
,,ცდება მინისტრი. გასაგებია, რომ ის იმ პერიოდში არ იყო მინისტრი, მას შემდეგ შეიცვალა 2 ფინანსთა მინისტრი, მაგრამ თუ გადახედავს ჩვენ მიერ შეტანილ საბუთებს, ნახავს, რომ გაცილებით მეტი იყო, ვიდრე 17 მილიონი ლარია. მაშინ შეტანილსა და ახლანდელ 51 მილიონის ოდენობით დავალიანებას შორის არც ისე დიდი სხვაობაა, როგორც ეს უნდა ბატონ ფინანსთა მინისტრს რომ დაგვანახოს. ამ 51 მილიონიდან 10 მილიონი არის საურავი, რომელიც ერიცხება კომპანიას სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდა კომპანიაზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია.
მინისტრი აცხადებს, რომ თურმე რაღაც უკეთესი შემოგვთავაზეს და ჩვენ ვერ მივხვდით თურმე, რომ ეს გაცილებით უკეთესი იყო. ამ განცხადებით თავის თავთან წინააღმდეგობაში მოდის მინისტრი, როცა ამბობს, რომ რესტრუქტურიზაცია არის ხელშეწყობა იმისი, რომ არ მოხდეს კომპანიის პარალიზება. მაშინ რატომ არ გააკეთეს დავალიანების რესტრუქტურიზაცია, თუკი მათი განზრახვა იყო, რომ არ მომხდარიყო კომპანიის მუშაობის პარალიზება? თუკი ეს განზრახვა ჰქონდათ, რატომ გააჩერეს წელიწადნახევრის განმავლობაში სამჯერ, მაშინ, როდესაც კომპანიას თითო გაჩერება ზარალის სახით უჯდება დაახლოებით 12-15 მილიონი “, - აღნიშნა აღდგომელაშვილმა.
მისი ინფორმაციით, 2017 წლის 25 აპრილს კომპანიის მიერ მოხდა განცხადების შეტანა ფინანსთა სამინისტროში დარიცხული გადასახადების რესტრუქტურიზაციის თაობაზე. როგორც ,,ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი ამბობს, არანაირი პასუხი კომპანიას ამ განაცხადზე არ მიუღია.
აღდგომელაშვილის განცხადებით, სამინისტროს ვალდებულება იყო, რომ განხილვა და რეაგირება მოეხდინა კანონიერი მოთხოვნის შემცველ განაცხადზე, რაც არ მომხდარა. მისი თქმით, რესტრუქტურიზაციის კომისია საერთოდ არ შეკრებილა, როგორც კომპანიას უთხრეს.
,,როდესაც ჩვენ ვინტერესდებოდით მდგომარეობით, პასუხი იყო, რომ რესტრუქტურიზაციის კომისია არ შეიკრიბაო. ეს ცოტა დაუჯერებელი რამ არის, რომ რესტრუქტურიზაციის კომისია წელიწადნახევრის განმავლობაში არ შეიკრიბოს. ვფიქრობ უფრო, რომ ,,ომეგას“ საკითხი არ იყო განხილული. სწორედ ამ მიზნით მივმართეთ სასამართლოსაც, რომ გაგვეგო რა ხდება, თუმცა სასამართლოსგანაც არანაირი პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
კომპანიის გენერალური მენეჯერი სიცრუეს უწოდებს ფინანსთა მინისტრის იმ განცხადებასაც, რომ ,,ომეგა ჯგუფის“ მიმართ არ მომხდარა ყადაღის გამოყენება.
,,ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ,,ომეგა ჯგუფში“ დასაქმებულია 1300 ადამიანზე მეტი და თუ არ უნდა, რომ ეს ხალხიც მისი დასახმარებელი გახდეს, მისცეს ,,ომეგა ჯგუფს“ საშუალება, რომ განაგრძოს მუშაობა და კიდევ მეტი ადამიანი დაასაქმოს და თვითონ ნაკლები საზრუნავი ჰქონდეს სოციალური კუთხით“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
5 მარტი, 2021 , 20:36

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
5 მარტი, 2021 , 20:26

ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება - გიგი უგულავა
5 მარტი, 2021 , 16:05

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი
5 მარტი, 2021 , 12:25

აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი
5 მარტი, 2021 , 12:25

მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
5 მარტი, 2021 , 12:25