უკან

კომენტარი

1 ივნისი, 2017 18:15
font-size

იმ დროს, როდესაც ქვეყანა არის ოკუპირებული, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება გვყავდეს ასეთი არაკვალიფიციური ხელმძღვანელობა - თამარ კეკენაძე

სამარცხვინოა ის, რომ ჩვენ ვერ დავიცავით აზერბაიჯანელი ჟურნალისტი იმ საფრთხისგან, რომელსაც ის თავისი ქვეყნიდან გამოექცა საქართველოში“ , - ასეთია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის თამარ კეკენაძის შეფასება, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეს ეხმაურება.

,,ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ მინიმუმ უპასუხისმგებლო განცხადებებს ხელისუფლების მხრიდან. გასაგებია, რომ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან ერთი მხრივ უნდა აღიარონ, რომ თავად იყვნენ ამ დანაშაულის მონაწილე და ხელი შეუწყეს ადამიანის აღმოჩენას აზერბაიჯანის ციხეში. მეორე მხრივ, თუ ქართველი სპეც და უსაფრთხოების სამსახურები არ იყვნენ ჩართულნი ამ საქმეში და უცებ ჩვენს ტერიტორიულ სივრცეში უცხო ძალებმა მოახერხეს ადამიანის გაქრობა, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ სახელმწიფო არ გვაქვს და ჩვენ ვერ ვახერხებთ ვერც უცხოელი და ვერც ქართველი მოქალაქეეების დაცვას.

ხელისუფლებს მხრიდან დასახელებული ნებისმიერი ვერსია არის ცუდი და გაუმართლებელი. ეს არის სირცხვილი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო კიდევ დიდ ხანს ვერ მოიშორებს, რადგან ადამიანი, რომელიც იბრძოდა სამართლის მიღწევისთვის და ადამიანის უფლებებისთვის ჩვენ უბრალოდ გავწირეთ.
აფგან მუხთარლი არ იყო ტურისტად ჩამოსული და იმყოფებოდა საქართველოში იძულებით. მას ემუქრებოდა საფრთხე, რომლითაც ხელი ეშლებოდა არა მარტო მის საქმიანობას, არამედ ეს იყო ფიზიკური განადგურების საფრთხე. მან ჩათვალა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც იცავენ ადამიანის უფლებებს. ჩათვალა, რომ მას ექნებოდა მშვიდად ცხოვრების და საქმიანობის უფლება. ამ დროს ვხედავთ რეალობას, როდესაც თბილისში, დღისით, მზისით ადამიანი ქრება და ჩვენ ვხედავთ , რომ ეს ადამიანი ჩვენვე ჩავუგდეთ ხელში და გადავეცით იმ სახელმწიფოს, რომელსაც თავად გაურბოდა. აქ მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ, რომ მნიშვნელოვანია, სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან, აზერბაიჯანთან, რომელთანაც ხანგრძლივი და კარგი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ყოველივე არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე უნდა ხდებოდეს ამ თანამშრომლობის განვითარება.
სრულიად აბსურდია ჯეჯელავას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჟურნალისტმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი და თავისი გადაწყვეტილებით წავიდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ელოდებოდა ციხე. სრულიად შეურაცხადი უნდა იყოს ადამიანი, რომ საკუთარი თავი ჩააგდოს ასეთი საფრთხის ქვეშ. ჩვენთვის ორივე ვერსია მიუღებელია.

ჩვენ ,,თავისუფალი დემოკრატები“ ვაყენებთ პასუხისმგებლობის საკითხს იმ პოლიტიკური ფიგურების, რომლებსაც ევალებათ ელემენტარულად პასუხი გასცენ მოსახლეობას თუ რა ხდება. ჩვენ ვნახეთ თუნდაც ვიცე-პრემიერის , ბატონი ჯეჯელავას ძალიან შეურაცხმყოფელი და არაკომპეტენტური განცხადებები. მისი კომენტარი, რომ ეს ადამიანი არ იყო ჟურნალისტი და იყო დარაჯი, თავად ეს ფრაზა არის აბსოლუტურად მიუღებელი. რას ნიშნავს ეს? რომ დარაჯის უფლებები შეიძლება დავარღვიოთ და ჟურნალისტის არა?! თუ ბატონი ჯეჯელავა ვერ აცნობიერებს, რომ თითოეული ადამიანის ღირსება და უფლება უნდა იყოს დაცული და ხელშეუხებელი, მაშინ გამოდის რომ საქმე გვაქვს ღირებულებით პრობლემასთან. ასეთი ადამიანი დღეს არის განათლების მინისტრი და მის მიერ განხორციელებული პოლიტიკით უნდა გავზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა? ის რაც დღეს ხდება არის სრულიად წარმოუდგენელი ამბავი, რასაც მოჰყვა ძალიან მძიმე საერთაშორისო რეაგირება.

წლების განმავლობაში ვცდილობთ როგორმე საქართველო წარმოგვეჩინა, როგორც დემოკრატიის ოაზისი რეგიონში და ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მშვიდად იცხოვროს და უზრუნველყოს საკუთარი თავის განვითარება. საქართველოში ვიწვევთ ტურისტებს და გვინდა ჩვენი ეკონომიკა განვავითაროთ ტურიზმზე დაყრდნობით. ამ დროს კი ნებისმიერი უცხოელი, რომელსაც აქვს სურვილი ჩამოვიდეს საქართველოში ბოლო დღეების სიახლეებში ხედავს ფაქტს, რომ თურმე თბილისის ცენტრიდან შესაძლებელია ადამიანი უბრალოდ გაქრეს.

ძალიან მძაფრია იმის განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაფრად არ მიაჩნია ადამიანის უფლებების დაცვა, უბრალოდ ამ ფენომენსაც კი ვერ იაზრებს.

ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს საქართველოს და საქართველოში არსებული დემოკრატიული სტანდარტების დაცვის და განხორციელების იმედი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთება არის მიუღებელი და ეს არის სპეკულაცია და სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე ინსტიტუტების დისკრედიტაცია - ეს არის ძალიან ცინიკური განცხადება, რადგან თუ ვინმე ამ ქვეყანაში ახდენს უსაფრთხოების სამსახურების დისკრედიტაციას, ეს არის სწორედ ხელისუფლება და მათი უპასუხისმგებლო ნაბიჯები. წლების განმავლობაში ვხედავთ როგორ იყენებენ უსაფრთხოების სამსახურებს არამიზნობრივად. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ქვეყნის შესაბამისი სამსახურები ზრუნავდნენ საერთაშორისო უცხოური პროპაგანდის განვითარებაზე, მათ აქვთ დავალება, თუ როგორ სდიონ ოპოზიციურ პოლიტიკურ აქტივისტებს. ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს არამიზნობრივად ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლებს და ეს ნამდვილად არის დისკრედიტაცია. როგორც თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა წარმომადგენელმა, რომელიც დიდი სიფრთხილით ვეკიდები საკითხებს, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას, ძალიან კარგად ვიცი რაოდენ შეურაცხმყოფელია, როდესაც ხდება ამ ადამიანების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ეს არის სწორედ დისკრედიტაცია ამ სტრუქტურებისა და მოქალაქეებს აღარ აქვთ ნდობა, რომ სპეცსამსახურები არიან ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე.

ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ძალიან ბევრჯერ მოუწია საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამეორება ფრაზებისა, რომ პირადად იღებს პასუხისმგებლობას ამა თუ იმ საქმეზე, რომ ეს არის ღირსების საკითხი, რომ გამოძიება ბოლომდე მივა და ჩვენ გავიგებთ სიმართლეს. ძალიან ბევრი ასეთი საქმე დაგროვდა ბოლო არჩევნების შემდეგ და არც ერთი მათგანი არ გამოძიებულა.

სამწუხაროდ პრემიერ-მინისტრის სიტყვებმა დაკარგა ფასი არა მარტო საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის, არამედ მისივე გუნდის შიგნით. ჩემთვის მისი განცხადებები არაფერის მომცემია და არ ველოდები, რომ გავიგებთ სინამდვილეში რა მოხდა. ამ ხელისუფლებას არ ყოფნის ძალა, რომ აღიაროს თავისი შეცდომა, რომელიც იყო დაშვებული, რის შედეგადაც უნდა დადგეს პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ამ შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს ყველა მინისტრის მოხსნის საკითხი, რომელიც მუშაობს უსაფრთხოების მიმართულებით. თუ ეს ადამიანები ვერ უზრუნველყოფენ იმას, რომ სახელმწიფო საზღვარი არ იქნეს გადაკვეთილი ისე, რომ ჩვენმა მესაზღვრეებმა არაფერი იციან ამის შესახებ, ესე იგი ეს ხალხი არის არაკომპეტენტური.

იმ დროს, როდესაც ქვეყანა არის ოკუპირებული და ვართ რეალური ომის მდგომარეობაში, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება გვყავდეს ასეთი არაკვალიფიციური ხელმძღვანელობა „- განაცხადა თამარ კეკენაძემ.

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:22

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუა

„ძვირფასო` ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს - ლევან ხაბეიშვილი

12 აპრილი, 2024 , 12:11

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით, - ამის შესახ

ჩვენ გვინდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო აკმაყოფილებდეს ჩვენს სტანდარტებს - ერნსტ პეტერ ფიშერი

11 აპრილი, 2024 , 12:44

რუსული კანონი პრემიერ კობახიძისა და კანცლერ შოლცის საუბრის თემა აუცილებლად იქნება , - განცხადებას ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერი აკეთებს და ამბობს, რომ გერმანია შეშფოთებულია აღნიშნული კ

ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ ჩვენ არ ჩავბარდებით - მიხეილ სააკაშვილი

10 აპრილი, 2024 , 17:48

მე ადრე ვთქვი, რომ საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული და აი, ამის დასტურიც მივიღეთ ისნის ტერაქტის სახით, რომლის სამიზნე იყო კოდორში რუსული სპეცრაზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ოფიცერი, - ამის შესახებ&nbs

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი