უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 მარტი, 2021 12:25
font-size

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ. ახლა საქმე მათ მხარეს არის, მათ უნდა გამოაჩინონ, რომ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც არიან მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“როდესაც ჩამოსული იყო პრეზიდენტი მიშელი და მასთან ერთად იყო განხილული ოპოზიციის წარდგენილი გარკვეული პუნქტები, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ პუნქტების უმეტესობაზე უკვე მუშაობს. პირველი პუნქტი არის საარჩევნო რეფორმა – იცით, რომ დავაინიცირეთ ეს რეფორმა. ერთ-ერთი არის საგამოძიებო კომისია. იცით, რომ ეს კომისიაც იქმნება, ასევე, როცა საუბარია შესაძლო არჩევნებზე, საუბარია სწორედ საგამოძიებო კომისიის ფორმატში და ჩვენც ამას ვამბობთ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ან თუნდაც ამ ფარგლებს მიღმა თუკი რამენაირად დამტკიცდება ერთპროცენტიანი ცვლილებაც კი, ამ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ. ახლა საქმე მათ მხარეს არის, მათ უნდა გამოაჩინონ, რომ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც არიან მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის.

იქ პოლიტპატიმრები ნახსენები არ არის და გთხოვთ, ამას ყურადღება მიაქციოთ – არც გვარებია ნახსენები. ის პუნქტები წარმოადგენს პრეტენზიებს, რომლებიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს.

მელიას საკითხი თუ გაინტერესებთ, ამაზეც გვაქვს პასუხი. ყველაფერი ჩვენს თვალწინ, დემონსტრაციად მიდიოდა, ადამიანი დემონსტრაციულად არღვევდა კანონს; ამბობდა, ვიცი, რომ ვარღვევ კანონს, ვიწვევ მართლმსაჯულებას და თქვენ მე ვერ დამიჭერთო. ამის პასუხი ის იყო, რომ მართლმსაჯულებას ვინც გამოიწვევს, მართლმსაჯულება მას პასუხს გასცემს.

წითელ ხაზებს რაც შეეხება, რიგგარეშე არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენ ვთქვით, რომ ვართ მზად, უბრალოდ, უნდა იყოს საფუძველი ამისთვის. საფუძველი ნიშნავს, რომ თუკი რამენაირად დამტკიცდება, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე არ აისახა ხალხის ნება, ამ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ამისთვის საგამოძიებო კომისიაც კი შევქმენით. მე წარმომიდგენია, რომ ზრდასრულმა ადამიანებმა, რომლებსაც პრეტენზია აქვთ პოლიტიკასა და ქვეყნის მართვაზე, აკვიატებებს თავი უნდა დაანებონ და ისაუბრონ ფაქტებით, მტკიცებულებებით და საკუთარ სამშობლოზე ფიქრით.

კონკრეტული თარიღი დანიშნული არ არის, სხვა მხრივ, მიდის მუშაობა იმაზე, რომ ყველა მხარე განეწყოს არა რაუნდისთვის, არამედ შეთანხმებისთვის. მე დავასახელე, ჩვენ რას ვაკეთებთ და იქნებ ჩვენმა ოპონენტებმაც დაასახელონ, თავად რას აკეთებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი

12 აპრილი, 2021 , 17:40

რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე

12 აპრილი, 2021 , 17:15

საქართველოში ჯერ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით ლუგარ

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი, 2021 , 16:35

დღეს ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება საკომიტეტო მოსმენები, ეს ის თემებია, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და აინტერესებს ყველაზე მეტად. სწორედ ეს არის შედეგი და ის განსხვავება, რ

მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი

12 აპრილი, 2021 , 15:30

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. "ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი, 2021 , 15:30

უკრაინასთან დაკავშირებულ კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხად

„გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს

12 აპრილი, 2021 , 12:25

„გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. პარტიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები 7 პუნქტისგან შედგება. „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზო