უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 ივლისი, 2022 15:10
font-size

იმ ფონზე, როცა ევროპაში და მთელს მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას - ირაკლი ღარიბაშვილი

იმ ფონზე, როცა ევროპაში და მთელს მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი მმართველი გუნდის დამსახურებაა.

„მე ახლახანს ვიყავი ავსტრიაში, ჩემს კოლეგასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განვიხილეთ ევროპაში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე დინამიკა, თუ რა პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში. უკრაინის ომის ფონზე ევროპაში შეიქმნა ძალიან რთული ვითარება. ინფლაცია, მაღალი ფასები, მომარაგებაში, ლოგისტიკაში შექმნილი პრობლემები, ასევე ნაკლებად განვითარებული, ასევე ღარიბი ქვეყნების საკვები პროდუქტებით მომარაგების კუთხითაც უკვე სერიოზული პრობლემები შეინიშნება და ექსპერტები და მსოფლიო ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როცა ევროპაში და მთელს მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მშვიდობას, სტაბილურობას და ეს ყველაფერი, რაც მე ახლა ჩამოვთვალე, არის სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურება. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ ამით არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები, გაორმაგებული, გაათმაგებული ტემპით, ენერგიით და პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, ეს უნდა აიყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მოტივაცია“, - განაცხადა პრემიერმა.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა - „საქსტატი“

3 ოქტომბერი, 2022 , 13:49

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა და 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, ზრდის ტენდენციით ხასიათდებ

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

1 ოქტომბერი, 2022 , 12:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი პ

ჩვენს მიერ გადადგმულმა ძალიან ეფექტურმა, გონივრულმა ნაბიჯებმა ძალიან სწრაფად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებაც, აღდგენა და ძალიან ძლიერი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღეთ - ირაკლი ღარიბაშვილი

30 სექტემბერი, 2022 , 14:48

მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო. მინდა, მანამდე მოკლე შეფასება გავაკეთო და შევახსენო ჩვენს ხალხს და ჩვენს თავს, თუ სად ვიყავით მანამდე, ორი წლის წინ დაახლოებით

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა - „საქსტატი“

30 სექტემბერი, 2022 , 11:38

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ით განისაზღვრა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმიდან საქართველომ წელს 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

16 სექტემბერი, 2022 , 10:53

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ამასთან, უწყების ცნობით, 2022 წლის იანვრი-აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავ

იანვარ - აგვისტოში, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 936.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6 პროცენტით მეტია

13 სექტემბერი, 2022 , 12:33

2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 936.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6 პროცენტით მეტია. საქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი