უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2018 11:10
font-size

იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება - გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ მედიასაშუალებებზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „სრულ აბსურდს“ უწოდებს.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გამორიცხულია, მათი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად.

“მინდა, აუცილებლად გამოვეხმაურო იმ ძალიან არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელიც მედიასაშუალებებზე ე.წ ზეწოლას ეხება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია. გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს.

მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მთელი გუშინდელი საღამო მიეძღვნა ამ თემატიკას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის გამორიცხული. ხელისუფლება, რომელმაც მოიტანა ის, რომ პრაქტიკულად დღეები სჭირდება ახალი ტელევიზიის დარეგისტრირებას და ფუნქციონირების დაწყებას, ნამდვილად ვერ მივიღებთ ამ ბრალდებებს. იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება. გამორიცხულია, ასეთი რამ ხდებოდეს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საკვანძო სიტყვები:

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, არ მინდა ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარი - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:46

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, ვინ რაში ხარჯავს ფულსო, აბსურდი და პარადოქსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობა

კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი, კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:35

საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს

17 აპრილი, 2024 , 15:40

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავებ

ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე

17 აპრილი, 2024 , 14:54

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს. „ბევრ დროს არ წაგართმევთ. კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

17 აპრილი, 2024 , 14:33

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს. „უცხოური გავ

`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს

17 აპრილი, 2024 , 13:30

"საქართველოსთვის" დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს, სადაც ამ წუთებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს:  "თქვენ ხართ ადამია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი