საზოგადოება


იმ ოჯახებს მოუხსნეს დახმარება, ვინც ახალ კრიტერიუმებს არ პასუხობს - აკაკი ზოიძე
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ 53 ათას ადამიანისთვის სოციალური დახმარების მოხსნით ჯანდაცვის სამინისტრომ 2 მილიონი ლარი დაზოგა.
ზოიძის განცხადებით, ხდება სოციალური დახმარების ბენეფიციართა გადამოწმება. მისი თქმით, ზოგიერთი ახალ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც სოციალური დახმარება უუქმდებათ.
„აქამდე თუ ხდებოდა იმ ოჯახების გადამოწმება, რომლებიც იყვნენ ბაზაში, მაგრამ ახალი კრიტერიუმების მიხედვით არ იღებდნენ შემწეობას, ახლა ხდება იმ ოჯახების გადამოწმება, რომლებიც იღებენ შემწეობას.
შემწეობა უჩერდებათ იმ ოჯახებს, რომლებსაც ამ ახალი კრიტერიუმების მიხედვით არ ეკუთვნით შემწეობა“, - განაცხადა ზოიძემ.
ზოიძის განცხადებით, კომიტეტში მუშავდება ინიციატივა ე.წ. უსაფრთხოების ბადის შექმნის შესახებ იმ პირებისთვის, ვინც სოციალური დახმარების გარეშე დარჩა.
„სწორედ ასეთი ოჯახებისთვის, ვფიქრობთ, რომ გარკვეული უსაფრთხოების ბადე შევუქმნათ. ამ წინადადებას ვამუშავებთ, რომ უკვე ადგილობრივი ხელისფლების, თემისა და სოფლის დონეზე მოხდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ზოიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ოქტომბრიდან დღემდე 53 ათას ადამიანს სოციალური დახმარება მოუხსნეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი
24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
24 იანვარი, 2021 , 11:05

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
24 იანვარი, 2021 , 10:52
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00