უკან

პოლიტიკა

26 აგვისტო, 2017 12:45
font-size

იმ პირების ავადმყოფური ფანტაზიების კომენტირებას არ ვგეგმავთ, ვისთვისაც ხანძარი მორიგი საბაბია ანტირუსული ინსინუაციებისთვის - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით რუსეთს დახმარება სთხოვა, თუმცა შემდგომ უარი უთხრა.

„მიმდინარე სეზონზე დიდი დატვირტვა მოდის რუს მაშველებზე მთელ რეგიონში : ამასწინათ მათ მიიღეს მონაწილეობა სომხეთში მასშტაბური ტყის ხანძრის ჩაქრობაში, გრძელდება ველის ხანძრებთან ბრძოლა ვოლგოგრადის ოლქში. მიუხედავად ამისა, ჩვენ მყისიერად გამოვეხმაურეთ თბილისის თხოვნას ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალურ პარკში ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებით. ამისთვის გამოიყო რუსული საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ვერტმფრენი Ил-76. თუმცა შემდგომ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და შეგვატყობინა, რომ ცეცხლის კერები ლოკალიზებულია და ჩვენი დახმარების საჭიროება აღარ დგას“, - წერია რუსული საგარეო უწყების ვებგვერდზე.

ზახაროვამ „ავადმყოფური ფანტაზიები“ უწოდა საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს რუსეთის შესაძლო მონაწილეობაზე ხანძრის განზრახ გაჩენაში.

„გულწრფელად ვუსურვებთ მეზობლებს, რაც შეიძლება მალე მოხდეს ხანძრის ლიკვიდირება. იმ პირების ავადმყოფური ფანტაზიების კომენტირება, ვისთვისაც საკუთარ ქვეყანაში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა მორიგი საბაბია ანტირუსული ინსინუაციებისთვის, ზედმატად მიგვაჩნია“, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რუსეთმა გამოთქვა სურვილი, საქართველოს დახმრებოდა ტყის ხანძრის ჩაქრობაში. პრემიერის შეფასებით, მოსკოვის მხრიდან მსგავსი წინადადება მისასალმებელია.

ანა მებურიშვილი

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი