უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ივლისი, 2020 17:35
font-size

იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა, სადაც პოლიტპატიმრები არიან, არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოს არ სურს - ბადრი ჯაფარიძე

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, ქვეყანაში მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ხდება და მმართველი გუნდის განცხადება, ქვეყანაში პოლიტპატიმრების არ არსებობის შესახებ, რეალობას არის აცდენილი.

„ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან, არც ერთ ხელისუფლებას არ უღიარებია პოლიტიკური პატიმრების არსებობა. თუმცა, ისე, როგორ მაშინ, დღეს „ქართული ოცნების“ განცხადების საპასუხოდ, მთელი მსოფლიო საუბრობს და წერს ჩვენი ქვეყნის პოლიტპატიმრებზე. ისინი მოუწოდებენ ქვეყნის ხელისუფლებას, შეწყვიტონ მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება, რაც ქვეყნის რეპუტაციას ანგრევს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, 8 მარტის შეთანხმების შესრულება ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს და მმართველი გუნდის ასეთი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებას აფერხებს.

„8 მარტის შეთანხმების შესრულება ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს, რადგან ამ საკითხის ასე ღიად დატოვება აზიანებს ქვეყანას და თავად ხელისუფლებას. პრობლემა უნდა გადაწყდეს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რადგან, სადაც პოლიტპატიმრები არიან, იმ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება არც ერთ ნორმალურ სახელწიფოს არ სურს. ხელისუფლების ასეთი ნაბიჯები აფერხებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიზანი იყო, დაეტოვებინა ძველი საარჩევნო სისტემა, თუმცა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით შედგა 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, რომლის ერთი ნაწილი იყო საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რაც ქართული პოლიტიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი