არქივი
პოლიტიკა

იმდენად დამფრთხალი და შეშინებულია ცენტრალური გამყალბებელთა კომისია, რომ გადაწყვიტეს შენობის ბორდერიზაცია - გიორგი გუგავა
,,ლეიბორისტული პარტია“ ცესკოს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.
პარტიის მერობის კანდიდატმა, გიორგი გუგავამ მხარდამჭერებთან ერთად კომისიის შენობასთან აქცია გამართა.
მისი განცხადებით, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებმა წინასწარ იციან, რომ გაყალბების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები ელოდებათ და უსაფრთხოების ზომებს დღესვე იღებენ.
გუგავამ შენობასთან განგალაგებულ უსაფრთხოების ჯებირებზე მიუთითა.
,,იმდენად დამფრთხალი და შეშინებულია ცენტრალური გამყალბებელთა კომისია, რომ გადაწყვიტეს შენობის ბორდერიზაცია და ლამის მავთულხლართებით შემოღობვა. ბუნებრივია, აღშფოთებულ ხალხს ეს ვერ შეაჩერებს. თუ გაბედეს, ღმერთი გაუწყრათ და გადაწყვიტეს არჩევნების ტოტალური გაყალბება, მათ მოუწევთ აუცილებლად გამობრძანება ამ კაბინეტებიდან და სხვა შემოღობილში ყოფნა, ოღონდ ეს სხვა უბანშია და ჰქვია გლდანის იზოლატორი“, - განაცხადა გუგავამ აქციაზე.
თავის მხრივ, ცესკო-ში განმარტავენ, რომ შემოსაღობად გაკეთებული კონსტრუქციები პარკინგის ზოლის გამოყოფას ისახავს მიზნად.
,,ავტოსადგომის მოწყობა მხოლოდ და მხოლოდ უკავშირდება კომფორტის შექმნას ცესკო-ში სტუმრობის შემთხვევაში.
შლაგბაუმის გაკეთება არ იგეგმება და არსებული ავტოსადგომის შემოღობვა არანაირად ხელს არ უშლის ცესკო-ში ჩართული მხარის წარმომადგენელთა მოსვლას. აბსოლუტურად ღიაა, მისადგომად ადვილი და ხელსაყრელი“, - განმარტავენ ცესკო-შო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ - ირაკლი კობახიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40

ვასილ მაღლაფერიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა
16 იანვარი, 2021 , 15:00
ირაკლი კობახიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარე გახდა
16 იანვარი, 2021 , 14:45
`ოცნების` ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დააკავეს რამდენიმე აქტივისტი
16 იანვარი, 2021 , 13:20

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ
16 იანვარი, 2021 , 13:04

დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება - ნიკა მელია
16 იანვარი, 2021 , 12:49