უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 ნოემბერი, 2016 13:35
font-size

იმედი გვაქვს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა საბჭოთა კავშირისდროინდელ ურთიერთობას დაუბრუნდება - რუსი ბიზნესმენი

თბილისში რუსეთისა და საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

საქართველოში ჩამოსული ბიზნესმენების 14-კაციანი დელეგაცია დაინტერესებულია სოფლის მეურნეობით, სატრანსპორტო, სამშენებლო და ჯანდაცვის სფეროებით.

რუსეთის ინოვაციური განვითარების ასოციაციის დირექტორის, მარინა შიჩკინას იმედი აქვს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება, რადგან ორ ქვეყანას სიყვარული და დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ

„ოფიციალური ურთიერთობები ბიზნესის სრულფასოვანი კეთებისთვის, რა თქმა უნდა, არ გვყოფნის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდება, გაგრძელდება და დაუბრუნდება, კარგი გაგებით, საბჭოთა კავშირისდროინდელ ურთიერთობას“,- აღნიშნა ბიზნესმენმა.

როგორც მედიასთან საუბარში რუსეთის „ტრანსინტერ ტექნოლოგის“ პრეზიდენტმა როდიონ ატლეტოვმა განაცხადა, მან კონკრეტული გეგმების შესახებ არაფერი იცის, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოში მომავალი პარტნიორების მოსაძებნად ჩამოვიდა.

„ასევე ურიგო არ იქნება კონტაქტების დამყარება ხელისუფლებასთან, რათა ქვეყანაში ბიზნესი დავიწყოთ. ჩვენი კონკრეტული მიმართულებაა ტაქსების ბიზნესი. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია ხელისუფლებასთან შეხვედრა და თანამშრომლობა. ეს ჩვენთვის საინტერესო იქნება, მაგრამ ჯერ ასეთი შეხვედრა მხოლოდ მიზანია, კონკრეტული პასუხი არ გვაქვს. არანაირი პოლიტიკა, ეს ბიზნესია, რომლის განვითარებაც გვაინტერესებს. ვციდლობთ ჩვენი საქმიანობა პოლიტიკის მიღმა დარჩეს. ფორუმზე გვესაუბრებიან იმის შესახებ, თუ როგორ ხდება საქართველოში ბიზნესის კეთება. ვფიქრობ, ეს შეხვედრა პოზიტიურია და ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ“,-აღნიშნა ატლეტოვმა.

თბილისში საქართველო-რუსეთის ბიზნეს-ფორუმის გამართვა აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ დაანონსდა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი