უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

20 ნოემბერი, 2019 12:15
font-size

იმედი მაქვს, რომ პროცესი ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში ქართველი ექიმის გათავისუფლებით დასრულდება - დავით ზალკალიანი

„კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების კატეგორიული მიუღებლობა. განვიხილეთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი და ის სამოქმედო გეგმები, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად მოგვცემს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების საშუალებას. იმედი მაქვს, რომ პროცესი ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში ქართველი ექიმის გათავისუფლებით დასრულდება“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილი კრიზისული ჰუმანიტარული ვითარება, რასაც ნათლად ადასტურებს მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ვთხოვე თანათავმჯდომარეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ღონეს გამოიყენებენ და გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ადგილზე დაძაბულობის განმუხტვისა და შექმნილი ვითარების გადაჭრისათვის.

საკვანძო სიტყვები:

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე დღეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე იმსჯელებენ

11 დეკემბერი, 2019 , 11:50

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დღეს იწყება. განხილვის მთავარი თემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი იქნება. სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყება ჟენევის მ

ვიქტორ დოლიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა

6 დეკემბერი, 2019 , 14:20

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასი

ოკუპირებულმა ცხინვალმა ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა მისცა

2 დეკემბერი, 2019 , 16:30

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა მისცა. სააგენტო „კომინფოს“ ინფორმაციით, შეხვედრა ოკუპირე

“გვიშველეთ რამე, სანამ ხალხი დარდისგან, შიმშილისგან, ავადმყოფობისგან და სიცივისგან არ დავხოცილვართ!” - ეკა ბესელია ოკუპირებული რეგიონიდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

30 ნოემბერი, 2019 , 15:40

ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელი და ხელისუფლებისთვის საყურადღებოა - დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ოკუპირებული რეგიონიდან მიღებულ გზავნილზე წერს. წერილში მოქალაქე აღნიშნავს, რომ ახალგორისა და მიმდებარე რაიო

ენგურის ხიდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

28 ნოემბერი, 2019 , 14:50

დღეს დილით, ენგურის ხიდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და მოძრაობა აღდგა. მანამდე ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით მხოლოდ ქალებს და ბავშვებს ატარებდნენ. არსებული ინფორ

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე იმსჯელეს

22 ნოემბერი, 2019 , 11:50

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართული მხარის ინიციატივით, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებ იმსჯელეს. ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთო-ს ელჩებს მიაწოდა ინფორმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`