უახლესი ამბები
- 19.01.2021 14:40მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე
- 19.01.2021 14:40ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა
- 19.01.2021 12:10გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
- 19.01.2021 12:10ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 19.01.2021 11:43გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
- 19.01.2021 11:19საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
- 19.01.2021 10:46დღის კალენდარი _ 19 იანვარი
არქივი
საზოგადოება


იმედია ამინდი ხელს შეგვიწყობს - გიორგი მღებრიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში უწყების 500 თანამშრომელია მობილიზებული, რომლებიც ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებიან.
„წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 300-მდე მეხანძრე-მაშველი. ასევე, დღეს დილით მათ შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი. პროცესში ასევე ჩართულია შსს-ს ორი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ერთი ვერტმფრენი, რისთვისაც მადლობას ვუხდი“, - თქვა მღებრიშვილმა.
მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ცეცხლის ჩაქრობა დიდწილად ამინდზე იქნება დამოკიდებული.
„ამ ეტაპზე ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ უკეთესობა გვაქვს იმასთან შედარებით, რაც წუხელ გვქონდა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ამინდი ხელს შეგვიწყობს და მოგვეცემა იმის საშუალება, რომ მოვახდინოთ ხანძრის ჯერ ლოკალიზება, შემდეგ ლიკვიდაცია“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
შს მინისტრის თქმით, ცეცხლის საცხოვრებელ პუნქტებზე გადადების საშიშროება არ არსებობს, რადგან ხანძრის კერები „უღრან ტყეში“ მდებარეობს.
მისი ინფორმაციით, 3-კილომეტრიანი გზაა გაჭრილი, რათა მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის ჩაქრობა გაადვილებოდათ.
რაც შეეხება თურქეთიდან გამოგზავნილ 2 ვერტმფრენს, მღებრიშვილის თქმით, ისინი გზაშია და რამდენიმე საათში იქნებიან საქართველოში.
უკვე მესამე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარია. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს, ქარის გამო ხანძრის კერები განახლდა. შექმნილი ვითარების გამო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით საგანგებო შტაბი შეიქმნა.
ხანძრის ჩაქრობის სპეცოპერაცია დილიდან განახლდა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ადგილზე სხვადასხვა უწყების 500-მდე წარმომადგენელი მუშაობს, მათ შორის 300 მეხანძრე-მაშველი.
ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2994 ლარი გახდა
18 იანვარი, 2021 , 17:15