უახლესი ამბები
- 18.01.2021 10:38ანონსი - 18.01.21
- 18.01.2021 10:20დღის კალენდარი _ 18 იანვარი
არქივი
მსოფლიო

იმედია, საგანგებო რეჟიმის გამოცხადების საჭიროება არ დადგება - სომხეთის თავდაცვის მინისტრი
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარგსიანმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გამო არ დადგება საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საჭიროება.
„ჩემი სურვილია და, დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სურვილიც, რომ არც ახლა და არც შემდგომში არ დადგეს საგანგებო რეჟიმის დაწესების აუცილებლობა. კანონმდებლობაში გაწერილია, რომ ასეთი აუცილებლობა შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ასე არ იქნება“, -განაცხადა მინისტრმა.
სომხეთში „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“ მე-11 დღე მიმდინარეობს. ერევანსა და სომხეთის სხვა ქალაქებში მოქალაქეები იკრიბებიან ქვეყნის მოქმედი პრემიერის, სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრანტებს სამხედროების ნაწილიც შეუერთდა.
11 საათის მდგომარეობით დღეს სომხეთის პოლიციამ აქციების 23 მონაწილე დააკავა.
გუშინდელ მასშტაბურ მიტინგზე შეკრებილებმა დათქვეს, რომ აქციები დაიწყება დილის 8:15 საათზე, ხოლო საღამოს 7 საათზე ხალხი შეიკრიბება რესპუბლიკის მოედანზე იმის მიუხედავად, ვის და რამდენ ადამიანს დააკავებს პოლიცია.
საკვანძო სიტყვები:

დიდი ბრიტანეთი ყველა სატრანსპორტო დერეფანს კეტავს
16 იანვარი, 2021 , 13:09

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს
15 იანვარი, 2021 , 17:20
ინდონეზიაში თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 4 წუთში დაიკარგა
9 იანვარი, 2021 , 16:15

Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა
9 იანვარი, 2021 , 15:20

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს
9 იანვარი, 2021 , 13:08

ლონდონში გამოვაცხადე საგანგებო სიტუაცია, ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდა - ლონდონის მერი
9 იანვარი, 2021 , 12:29