უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

9 დეკემბერი, 2021 19:09
font-size

ის ლაქა, რომელიც `ნაციონალურმა მოძრაობამ` დღემდე მოიტანა, გაუქრობელია და მას შავი ფერი არ აქვს, მას აქვს სისხლისფერი - გია ვოლსკი

შემოტანილი. ვფიქრობ, მოვა დრო, როცა პოლიტიკოსების ახალი თაობა გამონახავს საერთო ენას, თუნდაც, ნაციონალური მოძრაობის სახელით არსებობდეს პოლიტიკური პარტია, თუმცა, ამაშიც ეჭვი მეპარება, რადგან ის ლაქა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღემდე მოიტანა, გაუქრობელია და მას შავი ფერი არ აქვს, მას აქვს სისხლისფერი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეროვნულ შერიგებაზე.

"შერიგების თემას შეგვიძლია ვუწოდოთ და გვაქვს საფუძველი ამის, რომ ვუწოდოთ მოგონილი თემა, ახალი დღის წესრიგი, რომელმაც უნდა გადაფაროს ის რეალობა, რაც შეიქმნა - რევოლუცია ვერ შედგა, სააკაშვილი აღმოჩნდა საკანში. ახლა შერიგების თემა შემოვიდა, თუმცა, ყველამ ვიცით, გეგმა რა იყო, რევოლუციას რა უნდა მოჰყოლოდა და მმართველობის როგორი სისტემა ჰქონდათ ამ ადამიანებს. მისი განცხადება არ შეიძლება მივიღოთ არც სერიოზულად და არც სამოქმედო საკითხად, რომელიც შეიძლება განხილული იყოს.

შერიგებასთან დაკავშირებით არავის არასდროს არ ჰქონია გეგმა, რომ სახელმწიფოში სიმშვიდე ჩამოვარდეს, ყოველთვის იყო ლაპარაკი რევოლუციაზე, დესტაბილიზაციაზე, არეულობაზე, იყო სააკაშვილი უკრაინაში თუ მას შემდეგ რაც ის საქართველოში ჩამოვიდა. ამ რევოლუციურ გეგმას ენერგია გამოეცალა და ეს თემაც ამიტომ იქნა შემოტანილი. ვფიქრობ, მოვა დრო, როცა პოლიტიკოსების ახალი თაობა გამონახავს საერთო ენას, თუნდაც, ნაციონალური მოძრაობის სახელით არსებობდეს პოლიტიკური პარტია, თუმცა, ამაშიც ეჭვი მეპარება, რადგან ის ლაქა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღემდე მოიტანა, გაუქრობელია და მას შავი ფერი არ აქვს, მას აქვს სისხლისფერი, ეს არის რეალობა და ამ რეალობიდან გამოსვლა არის ერთადერთი - სინანული, მონანიება, სასჯელის მიღება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი იდეით, ახალი თემით დაბრუნება და თუნდაც, შერიგებაზე საუბარი. მე რომ შევურიგდე, შეურიგდება ის ხალხი, ვის კისერზეც გადაიარა ამ რეჟიმმა? ის ხალხის სწორედ, ვინც ხალხს გაძლევს შენ, როგორც პოლიტიკურ პარტიას", - განაცხადა ვოლსკიმ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი