უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 მარტი, 2018 10:50
font-size

იმედს გამოვთქვამთ, ჟენევის მომავალ რაუნდზე შევძლებთ არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას - საგარეო საქმეთა სამინისტრო

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჟენევის მომავალ რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

საქართველოს საგარეო უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გადადგას ნაბიჯები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად.

”გავეცანით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს. ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ ჟენევის რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრონველსაყოფად”, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისათვის, რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას.

„კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას.

შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. განცხადება საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშ

მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება - დავით სერგეენკო

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. მისი განმარტებით, სააგენტოს მთა

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ჰააგის სასამართლოზე სამართლებრივად, უბრალოდ ცდება სიმართლეს - ანა დოლიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები სცდება სიმართლეს. დოლიძის თქმით, მას არ ახსენდება, რომ ჰააგის სასამართლოში ჯა

თქვენი იუსტიციის მინისტრი გაათავისუფლეთ თანამდებობიდან, ხომ არ შეიძლება, ქვეყნის წინააღმდეგ საკუთარი იუსტიციის სამინისტრო მოქმედებდეს - გიორგი ვაშაძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:35

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ აგვისტოს ომსა და ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადებებს

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გავაცანი ჩემი ოჯახის მიმართ მუქარა, ეს ჩემს ქალიშვილსაც ეხება, რომელიც ამერიკის მოქალაქეა - სალომე ზურაბიშვილი

16 ნოემბერი, 2018 , 15:40

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ საარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. ამას

სასამართლოს მიერ ლევან მურუსიძის სარჩელის დაკმაყოფილება დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობას საფრთხეს უქმნის - IDFI

16 ნოემბერი, 2018 , 14:45

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობას საფრთხეს უქმნის. საუბარია თბილისის საქალაქო სასამარ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`