უკან

საზოგადოება

22 ივლისი, 2017 14:30
font-size

იმედს ვიტოვებ გია კორკოტაშვილი იღებს ამ ბოდიშით პასუხისმგებლობას - თათია დოლიძე

თათია დოლიძე სოციალურ ქსელში გია კორკოტაშვილის ბოდიშს ეხმიანება.

,,1) გია კორკოტაშვილმა "იბერიას" ეთერში დარეკა და ბოდიში მომიხადა.

მართალია, ბოდიშის ტექსტში მას არ უხსენებია ის ცილისწამების ქარიშხალი, რაც თავზე დამატეხეს და სხვამხრივაც ძალიან მიხვეულ-მოხვეული იყო დანაშაულის აღიარების მხრივ მისი საუბარი, მაგრამ თავისთავად უკვე ძალიან კარგია, რომ ეს ადამიანი მიხვდა, რომ მან და მისმა გარემოცვამ ძალიან დააშავა და საზოგადოების ჩემ მიმართ სოლიდარობამ თავისი შედეგი გამოიღო !!!!

ასე, რომ, დიახ, ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ბოდიში დაფიქსირდა და იმისდა მიუხედავად, რომ სხვა ფორმით და სხვა ტექსტით ველოდი, ბოდიში მიღებულია!

2) საზოგადოებას მოვუწოდებ, სანამ ჩემს იმ (აწ უკვე ცნობილ) პოლიტიკურ ანალიზზე რაიმე კომენტარს გააკეთებენ, გაეცნონ პირველწყაროს და არა სხვათა ბილწსიტყვაობით გადმოცემულ ამბავს. მე არ მჩვევია ცილისწამება ან ვინმეს შეურაცხყოფა, არც რუსეთის აგენტი და მითუმეტეს მოღალატე მე არასდროს არავისთვის მიწოდებია -- ეს ყველა ბრალდება მე აქეთ მოვისმინე ჩემ წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის შედეგად.

იმედს ვიტოვებ გია კორკოტაშვილი იღებს ამ ბოდიშით პასუხისმგებლობას ,რომ მისი გარემოცვა ჩემი სახელის დისკრედიტაციას შეეშვება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ბოდიშს საზოგადოების თვალში არანაირი ფასი არ ექნება’’, - წერს თათია დოლიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

23 ოქტომბერი, 2020 , 20:20

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტან

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

23 ოქტომბერი, 2020 , 20:13

დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგოც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ბიულეტენები იბეჭდება 31 ო

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი გახდა

23 ოქტომბერი, 2020 , 17:35

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2202 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3

შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:35

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აქტიურად გრძელდება შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტების, მათ შორი

ცესკო-ში განმარტავენ, რას ითვალისწინებს სტაციონარებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის შემუშავებული დადგენილება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:03

ცესკო-ში განმარტავენ, რას ითვალისწინებს კოვიდინფიცირებული პირების მიერ ხმის მიცემის პროტოკოლთან დაკავშირებული დადგენილება. ცესკო-ს იურიდიული სამსახურის უფროსის გიორგი სანტურიანის განცხადებით, მათ მიიღეს უმნიშვნელოვანესი

გადახდა მხოლოდ ბარათით და ფეხზე დგომის აკრძალვა - როგორ იმოძრავებს ლურჯი მიკროავტობუსები

23 ოქტომბერი, 2020 , 16:33

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვიქტორ წილოსანი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ მხოლოდ ახალ მიკროავტობუსებში გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპირტო ბარათით იქნება შესაძლებელი. ასევე, აიკრძალება