უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 დეკემბერი, 2018 15:30
font-size

იმედს ვიტოვებთ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი მოქმედებები, რაც უნდა აღსრულდეს, იქნება სამართლიანი - როს იულსონი მერაბიშვილის საქმეზე

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს იულსონი ევროპის საბჭოს კომიტეტის მიერ ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განაჩენების ეჭვქვეშ დაყენებას გამოეხმაურა. კომიტეტში არ გამორიცხეს, რომ არსებობდეს კავშირი ამ განაჩენებსა და იმ ზეწოლას შორის, რომელსაც ადგილი ჰქონდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის დროს.

იულსონმა აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები სამართლის ფარგლებში წარიმართება.

„კონკრეტულად ევროპის საბჭოს კომიტეტის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა აშშ-სთვის კანონის უზენაესობა არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რაც ამას შეეხება, არის მნიშვნელოვანი. იმედს ვიტოვებთ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი მოქმედებები, რაც უნდა აღსრულდეს, იქნება სამართლიანი“, - განაცხადა იულსონმა.

ევროსაბჭოს კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან რაც შეიძლება დროულად გამოიძიოს ყოფილი პრემიერის ციხიდან გაყვანის ფაქტი, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და დაიწყოს მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა.

ტაილანდის სამეფოში საქართველოს მოქალაქეებისთვის ,,Visa on Arrival` ამოქმედდება

13 დეკემბერი, 2018 , 14:25

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი ( რეზიდენციით ქ. ნიუ-დელი) აგრძელებს შეხვედრებს ტაილანდის სამეფოში მთავრობის და სამეფო კარის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები

პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

13 დეკემბერი, 2018 , 13:40

პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო. მომავალი წლის ბიუჯეტის ასიგნებებისმოცულობა 13 მილიარდ 90 მილიონ ლარს შეადგენს. დეპუტატებმა ბ

ესაა მცდელობა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის გვერდის ავლით მოხდეს დასაქმება ან თანამშრომლების გათავისუფლება, რაც არაკონსტიტუციურია - ნინო ლომჯარია

13 დეკემბერი, 2018 , 12:50

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული ინიციატივა არის მცდელობა იმისა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გვერდის ავლით მოხდეს დასაქმება ან თანამშრომლების გათავისუფლება, რაც არაკ

ქართულ მხარეს მოუწოდეს, აღარ იყოს სხვისი ინტერესების გამტარებელი და ამის მაგივრად შეეცადოს მეზობლებთან ურთიერთობების დალაგება - რუსეთის საგარეო უწყება

13 დეკემბერი, 2018 , 12:50

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების  46-ე რაუნდზე რუსეთმა და საოკუპაციო ძალებმა ხაზი გაუსვეს, რომ რეგიონული უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება „აშშ-სა და ნატო-ს აქტიურობა საქართვ

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვა - საქართველოს საგარეო უწყება

13 დეკემბერი, 2018 , 12:50

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საგარეო უწყების განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარუ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა

13 დეკემბერი, 2018 , 12:10

11-12 დეკემებერს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამუშაო ვიზიტით, ქ. სტრასბურგში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, გაბრიე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`