უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

29 ოქტომბერი, 2016 14:45
font-size

იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში მცხოვრებ დევნილებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხონის, თერჯოლის, წყალტუბოს, ვანის, სენაკის, აბაშის, ხობისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 21 დევნილ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის მოტობლოკები გადაეცა.

სამინისტროს ცნობით, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, მიმდინარე წელს, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში კონკურსში გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „აფხაზინტერკონტი“ მიმდინარე წლის ივნისიდან პროექტის - „სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივები, ახალი შესაძლებლობები, კონსტრუქციული და მდგრადი გარემო დევნილთათვის” განხორციელება დაიწყო.

პროექტის მიზანს დევნილთა შემოსავლების გაზრდა, განსახლების ადგილებზე სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია და სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენდა.

პროექტის პრიორიტეტულ სამიზნე სეგმენტს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის (მათ შორის, „სოფლად სახლის“ პროექტის) ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი დევნილები წარმოადგენდნენ.

პროექტით გათვალისწინებული იყო ბენეფიციართა 30%-იანი თანამონაწილეობით შემდეგი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა:მიკროგრანტები სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერაში; სასოფლო-სამეურნეო იარაღების შესყიდვა; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/მექანიზაციის შესყიდვა; თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა.

პროექტის ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილდა: იმერეთი - 75 000 ლარი (70 ბენეფიციარი), სამეგრელო-ზემო სვანეთი - 100 000 (90 ბენეფიციარი).

საგრანტო პროგრამის ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახორციელებდა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი