უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

2 დეკემბერი, 2017 16:00
font-size

იმერეთში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე პოლიციამ კრიმინალური ავტორიტეტის ,,გულის“ დაჯგუფების წევრები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული რ.ა. და 1973 წელს დაბადებული ჰ.ა., ყაჩაღობის ბრალდებით, თერჯოლის რაიონის სოფელ ბროლისქედში დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიაში ნ.მ.-ს და ა.მ.-ს, რომლებიც „ბმვ“-ს მარკის ავტომობილით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიემართებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ხუთი პირი თავს დაესხა.
,,თავდამსხმელებმა მათ, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით და ძალის გამოყენების მუქარით, 140 ათასი აშშ დოლარი, მობილური ტელეფონები, ასევე, პირადი ნივთები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის ყველა წევრის ვინაობა დაადგინეს. დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე. წინასწარი ინფორმაციით, ორივე მათგანი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ე.წ. კანონიერი ქურდის - ნ.ს.-ს (ზედმეტსახელად ”გული”) დაჯგუფების აქტიური წევრები არიან.

სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი - რ.ა. და ჰ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს, თერჯოლის რაიონის სოფელ ბროლისქედში, ავტომობილით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი - 90 ათასი აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ჯგუფის სხვა წევრების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“, - აცხადებენ შსს-ში.

საკვანძო სიტყვები:

გურჯაანში ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

13 ოქტომბერი, 2018 , 17:30

ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში, გურჯაანის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 80-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის, საოჯახო და მცირე მარნების სხვადასხვა სახეო

ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის კონტროლის მექანიზმებს დარგის წარმომადგენლები გაეცნენ

13 ოქტომბერი, 2018 , 16:10

საექსპორტო თხილის ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლებსა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს ანაკლიაში თხილის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრაზე, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას სააგენტ

ხულოში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, არიან დაშავებულები

13 ოქტომბერი, 2018 , 15:00

ხულოში, სოფელ დიოკნისში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულ

გარდაბანში „თბოსადგურ 2“-ის მუშათა ნაწილი გაიფიცა - ამის მიზეზად არაადამიანური სამუშაო პირობები სახელდება

12 ოქტომბერი, 2018 , 16:25

გარდაბანში კომბინირებული ციკლის „თბოსადგურ 2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულები პროტესტის ნიშნად აქციას მართავენ. ობიექტზე სამუშაოები ნაწილობრივ შეფერხებულია, რადგან ადგილზე მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეები მუშაობენ. ა

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მათ დღეს „ქართული ოცნების“ ცხრა მხარდამჭერი შეუერთდა

11 ოქტომბერი, 2018 , 15:50

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ლანჩხუთში, პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ის ადამიანები წარადგინა, რომლებიც, მისი თქმით, გურიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ

150-მდე ადამიანის თქმით, სტომატოლოგიურმა კლინიკამ მოტყუებით გარკვეული მკურნალობა ჩაუტარა, კბილები ამოუღო, გაუქლიბა და მომსახურება შეწყვიტა

11 ოქტომბერი, 2018 , 15:15

ქობულეთში მცხოვრები 150-მდე ადამიანის განცხადებით, ბათუმში კომახიძის ქუჩაზე მდებარე ზაზა ღოღობერიძის სტომატოლოგიურმა კლინიკამ მოტყუებით უფასო მომსახურება შესთავაზა, უმეტესობას გარკვეული მკურნალობაც ჩაუტარა, კბილები ამოუღ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`