უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 მარტი, 2021 15:25
font-size

იმერეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.მ. ვანში დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. სამართალდამცველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.

სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის მოკვლას აპირებდა, პოლიციელების დანახვისთანავე, მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი.

დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. სამართალდამცველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

13 აპრილი, 2021 , 13:27

თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, დააყენა შუამდგომლობა საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ, საუბარ

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოავლინა

13 აპრილი, 2021 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

13 აპრილი, 2021 , 11:21

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სახელმწ

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

13 აპრილი, 2021 , 10:27

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ბრალდებული ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმ

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

12 აპრილი, 2021 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის

ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს

12 აპრილი, 2021 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავა. ადგილზე პოლიცია მისი მეუღლის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა. დავით კოდუა ცოლის და ქალიშვილის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით არის დაკავე