უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

4 დეკემბერი, 2018 14:05
font-size

იმირასანის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქვემო ქართლში 2600 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ოთარ შამუგიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა ბოლნისში მიმდინარე სამუშოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

პროექტის ფარგლებში, მდინარე მაშავერაზე განთავსებულ სათავე ნაგებობაზე შეიცვლება გამრეცხი გალერეის ფარები თავისივე ამწე მექანიზმებით, დამონტაჟდება ლითონის გისოსები.

რეაბილიტირდება იმირასანის მაგისტრალური არხის 5,5 კილომეტრიანი მონაკვეთი. არსებული გრუნტის არხი მოპირკეთდება ბეტონით. სამუშაოები 2 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მიწის ტრაპეციული არხი, რომელიც სოფელ ჭაპალას მჭიდროდ დასახლებულ უბანში გადის, შეიცვლება ბეტონის მართკუთხა ფორმის არხით. არხზე ასევე, მოეწყობა წყალაღების კვანძი, წყალაღების კვანძი შემტბორავით, გამანაწილებელი ჭა, საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალასა და სავანეთის 2600 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა.

საქართველოს მელიორაციამ ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვემო ქართლის მხარეში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 39 სარეაბილიტაცო პროექტი განახორციელა, რომლის შედეგად, დამატებით 23 473 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდა წყალუზრუნველყოფილი, ხოლო წყლის მიწოდება 22 517 ჰექტარზე გაუმჯობესდა.

ანაკლიასა და განმუხურში ახალი სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განახლდება

16 თებერვალი, 2019 , 14:20

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, კურორტზე ზღვის სა

სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა

16 თებერვალი, 2019 , 11:35

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა. ამის შესახებ უწყების პრსსამსახურის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

16 თებერვალი, 2019 , 11:01

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბუ

ბათუმში დანგრეული სინაგოგის გადარჩენის კამპანიას სათავეში ისრაელის სახლი ჩაუდგება

15 თებერვალი, 2019 , 17:22

„ისრაელის სახლი“ ბათუმში თითქმის დანგრეული, საუკუნოვანი სინაგოგის გადარჩენის კამპანიას უხელმძღვანელებს და ძეგლის გადარჩენის ფონდს შექმნის. საქართველოში ისრაელის ქნესეთის მხარდაჭერით მოქმედ ორგანიზაციას სინაგო

„ენგურჰესი“ მუშაობის შეწყვეტის საფრთხის წინაშეა

15 თებერვალი, 2019 , 16:40

„ენგურჰესის“ ჰიდროელექტროსადგური მუშაობის გაჩერების საფრთხის წინაშე დგას. „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ პირველ არხთან განაცხადა, რომ ელექტროსადგურის წყალსაცავში წყლის

ბათუმთან, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება - მამუკა ბახტაძე

13 თებერვალი, 2019 , 15:40

ბათუმთან არსებულ დასახლებაში, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართუ