უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მარტი, 2018 11:00
font-size

იმისთვისაც ხომ არ მოვიხადო ბოდიში, რომ ვარსებობ? - გიორგი გაბუნია

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ბოდიშის მოხდას არ აპირებს, ამის შესახებ მან გადაცემა „არჩევანის“ შესავალ სიტყვაში თქვა.

ჟურნალისტის თქმით, მისი განცხადების მიზანი არ ემსახურებოდა ვინმეს შეურაცხყოფას. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დაეხმარა, გასცლოდა „ქართული მარშის“ მონაწილეებს, რომლებმაც რუსთავი 2-ის შენობასთან ალყაში მოაქციეს.

„უპირველეს ყოვლისა, მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მე და ჩვენი იურისტი ამ ტყვეობიდან დაგვიხსნეს. მადლობა პატრულს ოპერატიულობისთვის, მადლობა ჩვენი არხის დაცვის სამსახურს და დიდი მადლობა “რუსთავი 2”-ის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც, როგორც ერთი კაცი, დადგა რიგითი გაბუნიას გადასარჩენად. იქ იყო აბსოლუტურად ყველა, გენერალური დირექტორიც, მემონტაჟეებიც, დეკორატორებიც - ყველა ერთად.

აქვე მინდა ვთქვა, რომ, თუ ვინმემ ჩემი განცხადებების გამო შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ( და ეს პირველად არ მომხდარა), ეს არ ნიშნავს, რომ მას მე მივაყენე შეურაცხყოფა. ამიტომ მე არავისთან არაფერი საბოდიშო არ მაქვს. ვიღაცისთვის ჩემი, როგორც ასეთის, არსებობაც კი შეურაცხმყოფელია. ბოდიში ხომ არ უნდა მოვიხადო იმისთვისაც, რომ ვარსებობ? მე ამას არ გავაკეთებ. მე არ ვაპირებ არანაირი ბოდიშის მოხდას“, -განაცხადა გაბუნიამ.

ორშაბათს „ქართული მარშის“ აქტივისტები სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე რუსთავი 2-ის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებდნენ გიორგი გაბუნიას შესავალ სიტყვას, რომელშიც იესო ქრისტე იყო ნახსენები. გაბუნიამ შეეხეო ხეების მოჭრასა და გადატანის ფაქტებს: „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგო“. „ქართული მარშის“ წევრების განცხადებით, ნათქვამმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.

აქციის დროს „ქართული მარშის“ წევრებმა ალყა შემოარტყეს მანქანას, რომელშიც იმყოფებოდნენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და არხის იურისტი თამთა მურადაშვილი. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შეკრებილებმა მანქანა დააზიანეს, ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტ დავით ერაძეს.

ტელეკომპანიის შენობასთან მომხდარი ძალადობის გამო „ქართული მარშის“ 6 აქტივისტი დააკავეს სსკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო.

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

15 დეკემბერი, 2019 , 09:00

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

აქ ყოველთვის იყო ევროპა - გიორგი გახარია

14 დეკემბერი, 2019 , 17:55

აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ

სამინისტრო აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში

14 დეკემბერი, 2019 , 17:45

სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში, - ამის შესახებ ნათქვამია განათლ

ნატო ჩხეიძე: მარტო მე მახსოვს და სხვას არავის ქართული ოცნებიდან?

14 დეკემბერი, 2019 , 17:17

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ორგანიზებული ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: “ერთადერთი რამეა ქვეყნისათვის საშიში”   დეპუტატ

თავისუფლების მოედანზე, `ქართული ოცნების` მიერ ორგანიზებული ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

14 დეკემბერი, 2019 , 16:45

ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებს

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

14 დეკემბერი, 2019 , 16:40

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`