უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ნოემბერი, 2017 16:20
font-size

იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსში სკოლა „პროგრესმა“ გაიმარჯვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და საქართველოს მთავარი პროკურატურის ერთობლივი საკონკურსო პროექტის - „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის" - შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

კონკურსში ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ გუნდმა გაიმარჯვა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ გუნდის წევრებს შესაბამისი სერტიფიკატები და წიგნების სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. ასევე, გამოვლინდნენ საუკეთესო პროკურორები და ადვოკატები. დაჯილდოვების ცერემონია საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა.

თათია ხოჭოლავამ პარტნიორი ორგანიზაციის - პროკურატურის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმიტირებული პროცესების მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.

კონკურსში მონაწილე ჯგუფები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" შეარჩია. მოსწავლეებისა და სტუდენტების თეორიულ-პრაქტიკულ მომზადებაზე კი -პროკურორებმა იმუშავეს. სასწავლო პროცესი მთავარ პროკურატურაში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტუდენტები ნაფიცი მსაჯულების როლს ასრულებდნენ, მოსწავლეები კი - ბრალდებისა და დაცვის მხარეებს გუნდებად წარმოადგენდნენ. პროექტში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 60 სტუდენტი და თბილისის სკოლების 130 მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტში ჩაერთო: 168-ე საჯარო სკოლა, 31-ე საჯარო სკოლა, წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სასულიერო გიმნაზია, 166-ე საჯარო სკოლა, 156-ე საჯარო სკოლა, 127-ე საჯარო სკოლა, 169-ე საჯარო სკოლა, 48-ე საჯარო სკოლა, 82-ე საჯარო სკოლა, თბილისის კლასიკური გიმნაზია, ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“, 141 -ე საჯარო სკოლა, 77-ე საჯარო სკოლა, 159-ე საჯარო სკოლა, ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მუხრანის პირველი საჯარო სკოლა და 149-ე საჯარო სკოლა.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამართლის დარგით, მათში ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამომუშავება, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

აღნიშნული მიმართულებით მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

vali.ge-ს ერთიან ბაზას სს „კრედო ბანკის“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ და შპს „ემ კოლექტორის“ მონაცემები დაემატა

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ესენია: სს „კრედ

საქართველოში 10 თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

“ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელი 170 პროცენტით გაიზარდა - ათ თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს. ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლის ათ თვეში თვითმკვლე

რუსთაველის გამზირი თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 გადაიკეტება

15 დეკემბერი, 2018 , 16:00

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე გად

თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში - მიხეილ ბატიაშვილი

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა. მინისტრმა მათი დიდი დამსახურებისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა, წარმატე

ტაშკენტის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

ტაშკენტის ქ. N25-სა და N27-ის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობასთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძე

ბინათმესაკუთრეები, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ, წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან

15 დეკემბერი, 2018 , 12:35

ჯივიპის გადაწყვეტილებით სემეკის მიერ ახალი რეგულაციების შემუშავებამდე, ბინათმესაკუთრეები, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ, წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`