უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 სექტემბერი, 2018 11:30
font-size

იმპორტიორები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან

ღვინის ამერიკელი იმპორტიორების ჯგუფი საქართველოს ეწვია, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting’’-ის დამფუძნებლის, ჯული პეტერსონის ხელმძღვანელობით.

ჯული პეტერსონის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის იმპორტის გაზრდაა.

ვიზიტის დასაწყისში, თბილისში, დეგუსტაცია "Speed tasting”, გაიმართა, სადაც 34 კომპანიის წარმომადგენელს შესაძლებლობა მიეცა ღვინის პროფესიონალებისთვის საკუთარი პროდუქცია წარედგინა, გასაუბრებოდნენ და მიეღოთ კონსულტაცია მათგან. დეგუსტაციის დროს ამერიკელმა იმპორტიორებმა ჯამში 100-მდე ქართული ღვინო დააგემოვნეს.

ქართულმა ღვინომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

„საქართველოს ისტორია, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის ისტორია, შთამბეჭდავია. ხარისხი, რომელსაც ჩვენ ვაგემოვნებთ, საოცარია. არის ყურძნის ჯიშების დიდი ნაირსახეობა და ასევე ღვინის წარმოებისადმი ადგილობრივი მოსახლეობის უზადო სიყვარული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გავცდეთ საზღვრებს და ქართულის ღვინო გავიტანოთ აშშ-ს ბაზარზე“ - აღნიშნა ჯგუფის წევრმა ერიკ რიდმა.

კიდევ ერთი ამერიკელი იმპორტიორი, ერიკ ჯოფთმანი ქართულ ღვინოს „საუცხოოს“ უწოდებს.

„ის იდეა, რომ ჩამოვსულიყავით საქართველოში, სადაც ეს საუცხოო ღვინო მზადდება და ადგილობრივი მეღვინეებისგან გვესწავლა ღვინის წარმოება, უბრალოდ საოცარია. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ქართული ღვინის შესახებ, მაგრამ სანამ საკუთარი თვალით არ იხილავთ საქართველოს, ვერ გაიგებთ იმ ხარისხს და ღვინის კეთებისადმი ადგილობრივების უზადო სიყვარულს, ასევე იმ სიამაყეს, რასაც ღვინის დაწურვისას აქ ხალხი განიცდის. ეს ნამდვილი გამონათებაა და ძალიან სასიამოვნო“ - აღნიშნა ერიკ ჯოფთმანმა.

ტურის ფარგლებში, დაგეგმილია ღვინის პროფესიონალების ვიზიტი კახეთში, იმერეთსა და ქართლში, სადაც სტუმრები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს შემდეგ მწარმოებელ კომპანიებში: „იაგოს ღვინო“, „შატო მუხრანი“, GWS, „სიმონ ჩხეიძის მარანი“, „ვარციხის მარანი/ჭოტიაშვილი“, „მეღვინეობა ხარება“, „VinePonto“, KTW, “ლაგვინარი”, “ხოხბის ცრემლები”, “კახური” და „გიუაანი“.

საქართველოს მეღვინეობის დარგთან შეთანხმებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატები შეირჩა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 291 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებულ (ზრდა გასული წლის ანალოგიურ პეროდთან შედარებით 2%-ია).

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9776 ლარი გახდა

20 ნოემბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9776 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9735 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

როდესაც ბაზრისათვის საჭირო გახდა, გავყიდეთ რეზერვები - კობა გვენეტაძე

20 ნოემბერი, 2019 , 14:55

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსებას არც გაცვლით კურსზე და არც ეკონომიკურ ზრდაზე არ უმოქმედია. „საქართველოს ეროვნული ბანკი სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის

ანკარაში, პირველად 2005 წლის შემდეგ საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება

19 ნოემბერი, 2019 , 12:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 19 ნოემბერს თურქეთს ეწვევა. აღნიშნული ვიზიტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოფიციალური ვიზიტის შედეგი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და რომლის დრ

საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა განახლდა - ეროვნული ბანკი

16 ნოემბერი, 2019 , 15:20

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს შემოსავალმა ტურიზმიდან 266.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 5.2 პროცენტით აღემატება. ოქტომბერში პოზიტიური მაჩვენებელი შემოს

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მყიდველთან ხელშეკრულება 10 დღეში გაფორმდება - ეკონომიკის სამინისტრო

15 ნოემბერი, 2019 , 15:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის მყიდველ კომპანია „კავკასიის ქარის კომპანიასთან“ წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება 10 დღის ვადაში გაფორმ

მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორები 16.5 პროცენტით შემცირდა

14 ნოემბერი, 2019 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.4 მილიონი შემოსვლა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებე