უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

15 ნოემბერი, 2017 12:50
font-size

იმპორტიორების მხრიდან ფასების ზრდის შემთხვევაში მონეტარულ პოლიტიკას გავამკაცრებთ - არჩილ მესტვირიშვილი

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, თუ იმპორტიორები ფასების ზრდას განახორციელებენ, ეროვნული ბანკი მათ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით უპასუხებს.

ამის შესახებ მესტივრიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში განუცხადა.

რაც შეეხება ლარის მიმდინარე კურსს, მესტივირიშვილი განმარტავს, რომ ვალუტის გაუფასურება მათ შორის მოლოდინებს უკავშირდება.

მან მაგალითიც მოიყვანა და თქვა, რომ იმპორტიორები ადრე ვალუტას იანვარ-თებერვლის თვეში ყიდულობდნენ, წელს კი ამის გაკეთება აგვისტოს თვეში დაიწყეს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ფუნდამენტური ფაქტორი, არის პოზიტიური. ეს ქცევა მოლოდინების მხრიდან არის გამოწვეული. იმპორტიორები ვინც ადრე იანვარ-თებერვალში ყიდულობდა ვალუტას, მათ შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყეს და ახლა ეს პროცესი უფრო გააქტიურებულია, რაც ასევე მოლოდინებთან არის დაკავშირებული“,-განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, იმპორტიორების მხრიდან ფასების შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით, მესტვირიშვილი აცხადებს, რომ „მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებენ“.

„ამაზე ჩვენი რეაქცია იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, თუ ვინმე ზედმეტად გაზრდის ფასს, მათ შორის იმპორტიორი. ადრეც გვინახია, რომ იმპორტიორებმა გააძვირეს და მას შემდეგ რაც მათი გაყიდვები შემცირდა, მოუწიათ ფასების ისევ შემცირება. ბუნებრივია, მომავალშიც ამ პროცესთან გვექნება საქმე“,-განმარტა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

მონიკა დავლიანიძე

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ვახტანგ გომელაური

20 მარტი, 2024 , 17:52

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გ

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა - გიორგი ბოტკოველი

20 მარტი, 2024 , 13:13

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია , რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი