უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

7 ნოემბერი, 2016 18:30
font-size

ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების გამო სკოლები დაიხურა

ინდოეთის დედაქალაქი დელი შავმა მტვერმა დაფარა. ,,ბიბისის“ ცნობით, დელიში ჰაერის დაბინძურების ხარისხი დასაშვებ მაჩვენებელზე 15 პუნქტით მაღალია. ქალაქის ქუჩებში ხილვადობა ფაქტობრივად არ არის, რის გამოც, დედაქალაქის ხელისუფლებამ სამი დღით დახურა ყველა სკოლა, ხუთი დღით შეაჩერა მშებებლობები და მოსახლეობას მოუწოდა, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ. ამასთან, ჩამოწოლილი მტვერის გასაფანტად, დედაქალაქის მთავარ გზებზე ყოველდღიურად წყალს ასხამენ.

დელიში საპროტესტო გამოსვლები ეწყობა, ადგილობრივები ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

დელიში შექმნილი პრობლემის გამო, დედაქალაქის მთავარმა მინისტრმა პირობა დადო, რომ ჰაერის დაბინძურებასთან საბრძოლველად რადიკალურ ზომებს მიმართავს, რაც გამოიხატება ბადლაპურის ელექტროსადგურის დახურვასა და ნაგავსაყრელებისთვის ცეცხლის წაკიდების აკრძალვაში.

ინტერნეტში დელის ქუჩების ამსახველ ფოტომასალასთან ერთად, ვრცელდება ქალაქ აგრაში გადაღებული ფოტოები, სადაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ტაჯ მაჰალი მდებარეობს - ბოლო დროინდელ ფოტოებში სასახლის დანახვა ფაქტობრივად შეუძლებელია.

სპეციალისტები ქალაქ დელის მტვრით დაფარვას გასულ კვირას ჩატარებულ ცეცხლის ფესტივალს უკავშირებენ, რომელზეც ტრადიციის მიხედვით, ორგანიზატორები და ფესტივალის მონაწილეები სამი დღის მანძილზე ცაში დიდი რაოდენობით ფეირვერკს უშვებენ.

მარი ნამგალაძე

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო - ჯო ბაიდენი

22 თებერვალი, 2024 , 12:29

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "გიჟი, ნაბიჭვარი" უწოდა. როგორც  The Hill იტყობინება , შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.  

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი