უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
ეკონომიკა
ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა განხორციელდეს წინასწარი კვლევა, რომელიც შეაფასებს ყველა ფაქტორს და პოტენციალს, რაც უკავშირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.
„ჩვენ გგვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, თურქეთთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან. სავარაუდოდ, ახლო მომავალში ხელს მოვაწერთ ჩინეთთან და ჰონგ–კონგთან შეთანხმებებს. გვინდა დავიწყოთ კვლევა ინდოეთის მიმართულებით. ამისთვის დელიში მიემგზავრება ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. რამდენიმე თვეში მზად გვექნება კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული ჰაბი ამ მიმართულებით და ეს შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.