უკან
პოლიტიკა
12 აპრილი, 2018 17:20
ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო გამოფენის “Wine & Cheese Expo” გახსნის ცერემონიალში
ინდონეზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ასაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ჯაკარტაში გამართულ მაღალი დონის გამოფენის “Wine & Cheese Expo” გახსნის ცერემონიალში.
საქართველოს ელჩმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ქართული ღვინის შესახებ ისაუბრა. ირაკლი ასაშვილმა ასევე, საქართველოსა და ქართული ღვინის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა ინდონეზიის მედია საშუალებებს.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის გახსნის საზეიმო ვახშამზე, სადაც მიწვეულნი იყვნენ მაღალი რანგის სტუმრები, ესპანურ და უნგრულ ღვინოებთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული ღვინოც.