უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მარტი, 2020 11:05
font-size

ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა საფრანგეთსა და აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება - მარინა ეზუგბაია

კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი უკავშირდება საფრანგეთში მოგზაურობის ისტორიას, მეორე კი ე.წ. ამერიკულ კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ერთი პაციენტი ჩამოსულიყო საფრანგეთიდან და მე-13 დღეს მოხდა დაავადების დადასტურება. ის იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და არის დამოუკიდებელი შემთხვევა.

მეორე პაციენტი არის ე.წ. ამერიკულ კლასტერთან კავშირში. მას კონტაქტი ჰქონდა უკვე დადასტურებულ პაციენტთან. ეს პაციენტიც იყო თვითიზოლიაციაში და დაავადების გამოვლენიდან მეორე დღეს მოთავსდა ჩვენს კლინიკაში“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 77 შემთხვევიდან ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტია მოთავსებული.

„10 გაწერილია და დანარჩენი 33 განთავსებულია ხუთ მიმღებ სხვა კლინიკაში. ამ ხუთს დაემატა მეექვსე ზუგდიდის ინფექციური საავდმყოფო. ერთ-ერთი ახალი პაციენტი არის ზუსტად ზუგდიდის საავადმყოფოში, ერთი ბათუმში, ერთი გორში და ჩვენს ცენტრში გუშინ დაემატა ორი ახალი შემთხვევა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

2 ივნისი, 2020 , 17:15

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, 8 ივნისიდან დასაშვები ხდება ყველა ეკონომიკური საქმიანობა სპორტული, კულტურული

მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია

2 ივნისი, 2020 , 16:50

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვ

ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ის გამარჯვებული ტოპ 10 იდეა გამოვლინდა

2 ივნისი, 2020 , 16:21

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსის - „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა იდეამ - Contacting Agro-Cam, რომლის ავტორები ტე

გენერალურ პროკურატურაში წიგნის ,,ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა

2 ივნისი, 2020 , 15:00

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წიგნის „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია პროკურორებისთვის და გ

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს

2 ივნისი, 2020 , 14:10

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს. დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს

“საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან” - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

2 ივნისი, 2020 , 12:57

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. ის ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება. "ა.წ. 22 მაისს რადიო თავი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!