უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ნოემბერი, 2020 11:30
font-size

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091, მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინფორმავიას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 104 732-ს.

„გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 856 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 85 639-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში – 24, აჭარაში – 13, იმერეთში – შვიდი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ერთი, ქვემო ქართლში – სამი, ხოლო შიდა ქართლში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 976 გარდაცვალების შემთხვევა“,- აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარა – 447, იმერეთი – 772, ქვემო ქართლი – 223, შიდა ქართლი – 241, გურია – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 389, კახეთი – 164, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091. მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 774, აჭარაში – 1 021, იმერეთში – 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის, თბილისში – 394, აჭარაში – 147, იმერეთში – 202. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 114, იმერეთში – 45. 3 449 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 138 – თბილისში, 1 659 – აჭარაში, 310 – იმერეთში. 8 453 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 159 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 470, აჭარაში -1 100, ხოლო იმერეთში – 26.

სულ 6 ოქტომბრიდან – 21 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 17 241 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 608 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 201 პირი, აჭარაში – 18 088, იმერეთში – 5 313“,- ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ეს არის გლობალური კრიზისი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს და დანაკარგების გარეშე ვერ გაივლის - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 15:50

 ჩვენი ღონისძიებების მთავარი მიზანია, ის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ეპიდემიის ზრდის სისწრაფე. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ორ თვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე, - ამის შე

სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 15:50

სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი და ჩვენ, ისევე, როგორც აგვისტომდე, ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად ვახერხებდით, ფაქტობრივად, საუკეთესოდ ბალანსის დაჭერას ეკონომიკის ინტერ

ყველა ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური და მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით -გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 15:50

მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესა და სოციალური ჯგუფების უმრავლესობაზე, ამი

მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 15:15

მოგეხსენებათ, რომ სადღაც სექტემბერში ჩვენი ბალანსის კიდევ ერთი დამატებითი მდგენელი გაჩნდა. ეპიდემიასთან, ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, რა თქმა უნდა, მესამე ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩაე

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის` თანამშრომელთა ნაშრომი სასესხო ფასიანი ქაღალდების საკანონმდებლო რეფორმას დადებითად აფასებს- ეროვნული ბანკი

26 ნოემბერი, 2020 , 15:15

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „საერთაშორისო სავალუტო ფონდის" თანამშრომელთა ნაშრომი სასესხო ფასიანი ქაღალდების საკანონმდებლო რეფორმას დადებითად აფასებს. სებ-ის ცნობით, "საერთაშორისო სავალუტო ფონდის"

ბირთვული და რადიაციული კონტრაბანდის პრევენციის მიზნით უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა

26 ნოემბერი, 2020 , 15:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, პროექტ "CONTACT - Black Sea"-ს გახსნითი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი მოიცავს ბირთვული და რადიაციული კონტრაბანდის საკითხებს შავი ზღვის რეგიონის სამ ქვეყანაში - საქარ