უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 თებერვალი, 2020 15:30
font-size

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, არის არასწორი - ირაკლი კობახიძე

“ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი, ” - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრების დასრულების შემდეგ განაცხადა.

„განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან და განვიხილეთ ყველა აქტუალური საკითხი.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები. ბუნებრივია, ამაზეც იყო დისკუსია. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი.

დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ იყო მოლაპარაკების გამართვა საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით. სხვადასხვა საკითხს განვიხილავდით, მათ შორის საარჩევნო სისტემის თემას და ბუნებრივია, რადგან ეს არ იყო მოლაპარაკების ფორმატი, ასე არ ხდებოდა, რომ ჩვენ რაღაცას ვთავაზობდით და ოპოზიცია გვპასუხობდა ან პირიქით. სხვადასხვა საკითხზე, პრინციპზე იყო საუბარი, როგორც პროპორციებზე პროპროციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის, ისე საუბარი იყო მაგალითაც 40 % -ზე.

როგორც იცით, ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ პარტია იღებს 40 %-ზე ნაკლებს, მას არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობის მიღების საშუალება.

ასეთ თემებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს არ იყო მოლაპარაკება. გავიმეორებ, როგორც ასეთი წინადადება 110/40-ზე არ დამდგარა ჩვენი მხრიდან. ეს იყო დისკუსია სხვადასხვა ასპექტთან მიმართებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ" ახალი ინიციატივა - 110/40-ზე სისტემა წარმოადგინა.

ჩვენი მკაფიო სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიციაა, რომ არანაირი „ვეტინგი“ არ იქნება - რატი იონათამიშვილი

19 მარტი, 2024 , 16:46

ბოლო პერიოდი ურეიტინგო „ენჯეოებისგან“ და პარტიებისგან აქტიურად გვესმის „ვეტინგზე“ საუბარი, რაც შემთხვევითი არ არის. ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ „ვეტინგი“ ნიშნავს მართლმსაჯულების ო

სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის და „ლელოს“ მიმართ - დავით უსუფაშვილი

19 მარტი, 2024 , 16:17

სრულიად წარმოუდგენელი, არნახული ტყუილები, შეთითხნილი ბრალდებებია „ლელოს“ მიმართ, - განაცხადა პარტია „ლელო“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.   „სრულიად აშკარ

რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა

19 მარტი, 2024 , 15:40

დღეს ივანიშვილთან, მის პარტიასთან, მის მთავრობასთან და პირადად პრემიერმინისტრთან გვაქვს ერთი კითხვა - რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს მასობრივ ემიგრაციას? ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა, რომელზეც გინდა მივიღოთ პასუხო ოცნებ

„კართაგენი უნდა დაინგრეს“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უნდა გასამართლდეს და გასამართლდება კიდეც - სოზარ სუბარი

19 მარტი, 2024 , 12:51

ყველაფერი, რაც აგვისტოს ომს უკავშირდება, არის უმძიმესი დანაშაული, სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა

„ვეტინგის“ თემა დახურულია ჩვენთვის - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:43

„ვეტინგის“ თემა დახურულია ჩვენთვის. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან, – ამის შესახებ საქარ

ირაკლი ჩიქოვანი დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

19 მარტი, 2024 , 12:04

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენსა და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ იენს ერიკ ჰიორტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა დანიურ მხარეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი