უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 მაისი, 2018 15:00
font-size

ინფორმაცია, თითქოს ივანიშვილზე საფრანგეთში ძებნაა გამოცხადებული, ნონსენსია - საფრანგეთის ელჩი სააკაშვილის ბრალდებებით შოკირებულია

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებზე პასკალ მენიე „პოსტვ“-ის ექსკლუზიურად ესაუბრა. ელჩი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილზე ძებნაა გამოცხადებული. პასკალ მენიე სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ნონსესს უწოდებს.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან უსამართლობაა საქართველოში საფრანგეთის ყოფილი ელჩის ერიკ ფურნიეს მისამართით გაჟღერებული ბრალდებებიც.

„ოფიციალური საფრანგეთი ბატონი სააკაშვილის ბრალდებებს ვერ დაადასტურებს. რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, მე შოკირებული ვარ. მიხეილ სააკაშვილი იცნობდა ჩემს წინამორბედს, ერიკ ფურნიე 2008 წლის ომის დროს იკავებდა ამ პოსტს. ის ძალიან მამაცი იყო. სამხედრო ბაზებზე საფრანგეთის დროშები პირადად აღმართა. მას არა მარტო გაერო, არამედ ყველა მხარე სცემდა პატივს. ასე რომ, ჩემთვის ეს ბრალდებები უბრალოდ გაუგებარია. ამასთან, არ მინდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პოლემიკაში გავერიო. გასაგებია, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ბრძოლაში ასეთი ცრუ ბრალდებების გამოყენება, განსაკუთრებით საფრანგეთის ელჩის მიმართ უბრალოდ უსამართლობაა.

რაც შეეხება საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწყებულ გამოძიებას ეს ნონსენსია. ჩვენი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში. საფრანგეთში არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა „პოსტვ“-ისთან საუბრისას.

შეგახსენებთ, 1 მაისს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილზე ძებნა აქვს გამოცხადებული, რათა "პასუხი აგებინოს საფრანგეთში კორუფციისა და განხორციელებული მაქინაციებისთვის". მისივე თქმით, ივანიშვილის ერთ-ერთი მაქინაცია სწორედ საფრანგეთის ყოფილი ელჩის, ერიკ ფურნიეს მოსყიდვაა.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი