უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 სექტემბერი, 2020 16:25
font-size

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონი შეუზღუდავი კონტროლის საფრთხეს შეიცავს - „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და მიაჩნია, რომ კანონპროექტით უკონტროლოდ იზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მის შემადგენლობაში შემავალი სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებისა და ბიზნესის ტოტალური კონტროლი.

„კანონპროექტის თანახმად, ორგანიზაციათა ნუსხა მტკიცდება და შესაბამისი სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირება დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. იმ პირობებში, როდესაც კრიტიკული ინფორმაციის სუბიექტების საკანონმდებლო განმარტება უკიდურესად ზოგადია და არ არსებობს შერჩეულ ორგანიზაციათა კლასიფიკაციის ნათელი კრიტერიუმები, იქმნება უფლებამოსილების გადაჭარბების და თვითნებობის რეალური რისკები. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ კანონის რეგულირების ქვეშ, მთავრობის დადგენილებით, შეიძლება ნებისმიერი იურიდიული პირი მოექცეს.

არანაკლებ საყურადღებოა აღმასრულებელი ხელისუფლების ფაქტობრივად შეუზღუდავი კონტროლის გავრცელება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოსა და პარლამენტის ინფორმაციულ სისტემებზე. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების მოტივით, სააგენტოს ეძლევა უკონტროლო შემოწმების უფლება. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოზე სათანადო კონტროლის მექანიზმების არარსებობის პირობებში, იზრდება ამ დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების პირად კომუნიკაციაზე, ჩანაწერებზე და პერსონალურ ინფორმაციაზე უკონტროლო წვდომის რისკები.

კანონპროექტი ითვალისწინებს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების ყველა კრიტიკულ ინფორმაციულ სუბიექტში დანიშვნას. კერძოდ, პროექტის თანახმად, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებად შესაძლებელია განისაზღვრონ პირები, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ინფორმაციაზე დაშვებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება სუს-ის უფლებამოსილი ქვედანაყოფს თანხმობით. აღნიშნული რეგულაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აძლევს უფლებამოსილებას, ერთპიროვნულად განსაზღვროს იმ პირთა სია, რომლებიც თავის მხრივ, მოგვიანებით დაადგენენ, ჰქონდეს თუ არა სააგენტოს წვდომა ორგანიზაციის შიდა ინფორმაციებზე (კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისთვის ღირებული ინფორმაცია, მათ შორის ორგანიზაციის საბუღალტრო სისტემა, სუბიექტის თანამშრომლები, მათი ცოდნა ინფორმაციის დამუშავების შესახებ და სხვა), ინფორმაციული უსაფრთხოების სავარაუდო ინციდენტის შემთხვევაში.

ასევე, ბუნდოვანია, ერთი მიზნის მისაღწევად სამი სხვადასხვა ორგანოს ანალოგიური მანდატით აღჭურვა, რამაც, შეიძლება, სახელმწიფო რესურსების არარაციონალური ხარჯვა გამოიწვიოს.

გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში, კანონპროექტი უშვებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებათა შეზღუდვის შესაძლებლობას არა კანონმდებლობის, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები შეიცავს ტოტალური კონტროლის და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის რისკს. ამასთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ინფორმაციულ აქტივზე წვდომის დაუსაბუთებლად ფართო მანდატს ანიჭებს“,- აღნიშნულია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი