უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

27 ივნისი, 2020 14:53
font-size

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ექვსი ქალაქისთვის 175 ავტობუსი შეისყიდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.-თან ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას ინფრასტრქუტურის სამინისტრო ავრცელებს.

ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.

„ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ავტობუსების შესყიდვის კონტრაქტს ხელი მოეწერა. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შერჩეულ 6 ქალაქში საჯარო ტრანსპორტის განვითარებისთვის. პროექტი საშუალებას მისცემს ამ ქალაქების მოსახლეობას, რომ ისარგებლონ თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით. პროექტი ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების კომპონენტს, რომელიც მიმართულია სატრანსპორტო სექტორის განვითარებასა და გაძლიერებაზე ამ ქალაქებში. პროექტის ფარგლებში, გაძლიერდება ინკლუზიური ეკონომიკა, რადგან ის მოიცავს არა მხოლოდ თანაბარი გენდერული შესაძლებლობების ხელშეწყობას სატრანსპორტო კომპანიებში, არამედ რეგიონებში შესაბამისი ტრენინგ ცენტრების გახსნას საჯარო ტრანსპორტის სექტორში დამატებითი სპეციალისტების მოსამზადებლად“, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ეტაპობრივად, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში, უზრუნველყოს ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი და ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსის მოწოდება. პროექტის ფარგლებში გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ქუთაისს – 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაცემა.

ხელშეკრულებას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა მაჰირ ჩაღრი ოზშეკერმა მოაწერეს ხელი.

აჭარის რეგიონში ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, რესტორნები იმუშავებს 22:00 საათამდე, ასევე, გარკვეული დროით მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ნათია მეზვრიშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 16:10

აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშ

კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა

24 სექტემბერი, 2020 , 12:45

კორონავირუსის დღეს დადასტურებული 259 შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში ბოლო 24 საათში 4 000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი ჩატარდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის რეგიონის რვა

ჩვენი სახელმწიფო პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ათობით ახალი საოჯახო მარანი აშენდა - ლევან დავითაშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 11:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის მარნის გახსნას დაე

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას უფლებამოსილება დროებით შეუჩერდეს

23 სექტემბერი, 2020 , 14:40

„ევროპული საქართველო“ ითხოვს, ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას, დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება. „ევროპული საქართველოს“ წევრის ბესიკ დონაძის თქმით, ზუგდიდის მერი, ამავდროულად, არის „ქართული ოცნ

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო

23 სექტემბერი, 2020 , 11:55

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო. ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სასელექციო მასალად იყენებენ და რომელიც დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სა

ახლა აჭარაში ვირუსის მართვაში ჩართულია 8 კლინიკა. გვყავს ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული - თორნიკე რიჟვაძე

21 სექტემბერი, 2020 , 14:55

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის შეხვედრა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრის შემდეგ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაჯამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.