უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 თებერვალი, 2019 13:58
font-size

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, დედაქალაქს აქტიური წელი ექნება - ირაკლი ზარქუა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ დედაქალაქში დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ განცხადება გააკეთა.

მისი ინფორმაციით, 2019 წელს თბილისში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი, რომელთა დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერით ხდება, რაც დაახლოებით 100 მილიონ ლარს შეადგენს.

„წელს თბილისის ბიუჯეტი უპრეცენდენტოდ მაღალია და ის მილიარდ ლარს აჭარბებს. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ტრანსფერი, რომელიც ამ პროექტების განსახორციელებლად არის განსაზღვრული, როგორც წესი წლის შუა პერიოდში ირიცხება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის აქტიური პერიოდი ზაფხულია და იმისთვის, რომ სამუშაოები ამინდების გამოსვლასთან ერთად დაიწყოს, საჭიროა ტენდერები დროულად გამოცხადდეს. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიამ ძალიან აქტიურად იმუშავა საფინანსო სექტორთან სპეც.ტრანსფერის მიღებამდე, გახსნას საკრედიტო ხაზი 62 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მოგვცემს წინასწარი სამუშაოების წარმოების შესაძლებლობას,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ რამდენიმე პროექტი აღნიშნა, რომელთა განსახორციელებლადაც აღნიშნული თანხა დაიხარჯება. ეს პროექტებია: გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია, ორბელიანის და გუდიაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია, მეტეხის ხიდთან არსებული ისტორიული ხიდის აღდგენა.

„ეს ნიშნავს, რომ დედაქალაქს წელს ყველაზე აქტიური წელი ექნება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად შევძლებთ ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტების განხორციელებას ჩვენს ქალაქში“- დასძინა ირაკლი ზარქუამ.

ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა- ნიკა გვარამია

17 აგვისტო, 2019 , 10:43

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხი" დაფუძნდა. ის საჯარო რეესტრის ამონაწერსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის 51%-ს ნიკა გვარამია ფლობს

თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

17 აგვისტო, 2019 , 10:36

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. დიდუბის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება

ბრალდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

16 აგვისტო, 2019 , 16:40

ბრალდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახი მის შეწყალებას ითხოვს. გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასულიერო პირის საპატიმროდან გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართეს. უფლებადამცველები ყურადღებას სასულიერო პი

მიხეილ სააკაშვილი `იმედის` დოკუმენტურ ფილმს ეხმაურება

16 აგვისტო, 2019 , 15:51

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "იმედის" დოკუმენტურ ფილმს ეხმაურება, სადაც აგვისტოს ომის დაწყებაში წინა ხელისუფლება არის დადანაშაულებული და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ბრალეულობა უკანა პლანზეა გადატანი

თვდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში დამკვიდრებულია არასწორი პრაქტიკა და კონტროლის სუსტი მექანიზმები - სახელმწიფო აუდიტის სამსახური

16 აგვისტო, 2019 , 13:07

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდის მართვის ნაკლოვანებებზე მიუთითებს. როგორც თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტშია აღნიშნული, უწყებაში წლების განმავლობაში დამკვი

სამაგისტრო გამოცდების შედეგები ცნობილია

16 აგვისტო, 2019 , 12:59

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება კი, 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 23 აგვისტო

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს