სამართალი


ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე დაკავებულს 2-წლიანი პატიმრობა ემუქრება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ადევნებაში ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარე წლის 19 მაისს, ინგა გრიგოლიას მიერ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ამავე ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
ოპერატიულად ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ თავად ინგა გრიგოლია და სხვა მოწმეები. ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინგა გრიგოლიას ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.
გამოძიება მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:

„მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე წარწერების ფაქტზე არასრულწლოვნის გამოკითხვასთან დაკავშირებით შსს განცხადებას აკეთებს
14 დეკემბერი, 2019 , 15:40

ირლანდიასა და ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს
13 დეკემბერი, 2019 , 17:10

სემეკმა სს „თელასი“ დააჯარიმა
13 დეკემბერი, 2019 , 16:45
პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო
13 დეკემბერი, 2019 , 16:45

ყაჩაღობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 დეკემბერი, 2019 , 16:05

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
13 დეკემბერი, 2019 , 16:05