უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

18 იანვარი, 2019 13:43
font-size

ინგლისური ენის ვიდეოგაკვეთილი ტურისტებთან კომუნიკაციას გაამარტივებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის მარტივი საკომუნიკაციო ინგლისური ენის შემსწავლელი ვიდეოგაკვეთილი დაამზადა. ვიდეორგოლში კარგადაა გადმოცემული ყველა ის აუცილებელი, მარტივი საკომუნიკაციო ტერმინები და ფრაზები, რაც მასპინძელს ტურისტის მისაღებად, გასამასპინძლებლად, მისთვის ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შესათავაზებლად სჭირდება. ვიდეოგაკვეთილი საშუალებას მისცემს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს თავისუფალ დროს, დამოუკიდებლად განამტკიცონ ცოდნა, ტერმინები და ფრაზები, რაც ტურისტებთან ურთიერთობისთვისაა აუცილებელი.

“ჩვენი ტრენინგებისა და პროექტების მთავარი მიზანი რეგიონში სერვისის ამაღლებაა. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ბოლო ორ წელში რეგიონში 1500-ზე მეტი გიდი, საოჯახო-სასტუმრო სახლისა და ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი გადავამზადეთ. რაც შეეხება მარტივი საკომუნიკაციო ინგლისური ენის შემსწავლელ ტრენინგ-კურსსა და ვიდეოგაკვეთილს, ის მიმართულია მთიანაჭარაში ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ პირებში ინგლისური ენის კომპეტენციის ამაღლებისა და ტურისტებთან კომუნიკაციის გამარტივებისკენ. აჭარის მთიანეთში მოგზაურთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რასაც ჩვენი საოჯახო-სასტუმრო სახლები და ტურისტული ობიექტები მომზადებული უნდა დახვდნენ იქნება ეს საკომუნიკაციო ენების ცოდნა თუ ზოგადი სერვისი, რაც საბოლოო ჯამში ტურისტების კმაყოფილების დონეზე აისახება. ჩვენ კი გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი ტურისტი, რომელიც საკუთარ ქვეყენაში აჭარის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

ინგლისური ენის შემსწავლელი ვიდეორგოლი უკვე გადაეცა კურორტ გოდერძისა და სოფელ სახალვაშოში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს, რომლებმაც მარტივი საკომუნიკაციო ინგლისური ენის შემსწავლელი სემინარ-კურსი გაიარეს. ვიდეორგოლი ეტაპოპრივად სხვა ტურისტულ მარშრუტებზე არსებული საოჯახო-სასტუმროს სახლების მეპატრონეებსაც დაურიგდება.

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

ონის სოფლებში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

21 თებერვალი, 2024 , 14:26

ონის მუნიციპალიტეტის მერია ამბობს, რომ უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გააქტიურა. მათივე ცნობით,  სოფლებ  უწერაში, ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტ

მეწყრული პროცესების გამო, საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის 22-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

16 თებერვალი, 2024 , 08:31

ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, – ამის შესახებ სა

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეხუთე ცხედარი იპოვეს

7 თებერვალი, 2024 , 16:46

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, მიმდინარ

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა

6 თებერვალი, 2024 , 11:59

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. ქარმა გადახადა სახურავი საცხოვრებელ სახლებს მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დაზიანდა ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი